ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



განვითარება როგორც რუტინა, ანუ აუცილებელი და სასწრაფო საქმეები

აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების კეთებას ისე არაფერი უშლის ხელს როგორც სასწრაფო საქმეები.
სრულად წაკითხვა »

კარგი წლიური შედეგების შემთხვევაში ისევე აუცილებელია შრომის ანაზღაურების სისტემის გადახედვა როგორც არასახარბიელო შედეგებისას

იმ კომპანიებმა, რომლემლებმაც 2023 წელს წინა წელთან შედარებით მნიშნელოვნად მეტი შემოსავალი და მოგება მიიღეს პირველ რიგში შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებას უნდა შეეცადონ.
სრულად წაკითხვა »

პრობლემები ურთიერთობებში უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის

დიდ ორგანზიაციებში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი, თითქმის ყოველთვის, უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის არსებული პრობლემებია.
სრულად წაკითხვა »

ყველაზე კარგი გაყიდვები

როდესაც რაიმეს გაყიდვა ერთნაირად ახარებს მყიდველს, გამყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებს და ორგანიზაციის მესაკუთრეებს, ალბათ ასეთი გაყიდვა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საუკეთესო.

სრულად წაკითხვა »

ვის ვემსახურებით კონკრეტული მოქმედებისას

ფაქტიურად მთელი ჩვენი საქმიანობა ვიღაცის მსახურებაა, თითქმის ყოველი კონკრეტული მოქმედებისას ყველა ვიღაცას ვემსახურებით, ვემსახურებით ოჯახს, ვემსახურებით ახლობლებს, ვემსახურებით კლიენტებს, თანამშრომლებს, მომწოდებლებს, პარტნიორებს, და მთელი აზრიც ალბათ ჩვენი საქმიანობის სწორედ ვიღაცის მომსახურებაა.

სრულად წაკითხვა »

კარგი შედეგები, რომლის მიზეზებიც მთლად ცხადად არ გვესმის, შესაძლოა უფრო ცუდი იყოს, ვიდრე არასახარბიელო შედეგები, რომლის მიზეზებიც კარგად გვესმის და მოგვარების გზასაც ცხადად ვხედავთ

ხშირად ისე ხდება, რომ კარგ შედეგებს როგორც კუთვნილს ისე ვიღებთ და საკმარისად დეტალურად არ ვიაზრებთ მის გამომწვევ მიზეზებს. ამის გამო ყურადღების მიღმა გვრჩება ის ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მოულოდნელი, დაუგეგმავი შედეგები გამოიწვიოს და შესაბამისად ისევე დავკარგოთ ჩვენდა უნებურად, როგორც მივიღეთ.

სრულად წაკითხვა »

დავიწყოთ თუ ჯერ უკეთესად მოვემზადოთ?

თუ ანალიზს ვაკეთებთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ, შესაძლოა ჯობდეს ანალიზის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ გაუთავებლად ვგეგმავთ, მაგრამ მოქმედებაზე გადასვლას ვერ ვახერხებთ, მაშინ ალბათ დაუგეგმავად მოქმედების დაწყება სჯობს. თუ ვსწავლობთ, ვსწავლობთ, მაგრამ ნასწავლის გამოყენებამდე საქმე ვერ მიგვყავს, მაშინ უსწავლელად გაკეთება და მერე მუშაობის პროცესში ალბათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა უკეთესია.

სრულად წაკითხვა »

დროის მინიმუმ 30% თანამშრომლებთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან შეხვედრებს და საუბრებს რომ დავუთმოთ

ალბათ პირველი პირების დროის მინიმუმ 30% ისე უნდა იგეგმებოდეს, რომ სტაბილურად იხარჯებოდეს ოფისების და საწარმოო სივრცეების დათვალიერება-შემოვლაზე და დაკავშირებულ ადამიანებთან უპირატესად მათ სივრცეში შეხვედრებზე, გასაუბრებებზე.

სრულად წაკითხვა »

პროცესი, როგორც შედეგი

ყველა შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი შედეგი ალბათ კარგად გამართული პროცესია. პროცესი, რომელიც ისე მიმდინარეობს, რომ არავის რჩება მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოუყენებლობის განცდა.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 6, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,548-ჯერ

ხანდახან უბრალოდ დრო უნდა გავიდეს

ხანდახან გვგონია, რომ ჩვენი ორგანიზაციის პრობლემებიდან გამოსავალი აღარ არის დარჩენილი. გარშემო ისეა ყველაფერი არეული და გართულებული, რომ ვფიქრობთ თითქოს არანაირი გზა აღარ ჩანს. ვერც ვხვდებით როგორ შეიძლება მოგვარდეს იმ პრობლემების დიდი ნაწილი, რომლებიც ძალიან მწვავედ გვარტყია.

არადა ხანდახან უბრალოდ დრო უნდა გავიდეს, სულ ცოტა, ორი-სამი დღე გაუძლო და საკითხების უდიდესი ნაწილი თვითონ იწყებს გადაწყვეტას, ჩვენგან მხოლოდ მოთმინება და გაძლებაა საჭირო.

ყველას გისურვებთ ასეთ დროს საკმარის მოთმინებას და გაძლებას, რომ ჩვენი სიჩქარით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამე არ გავაფუჭოთ.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება