როდესაც ორგანიზაციას გამორჩეული მეორე პირი ჰყავს, რომელიც შიდა ურთიერთობებში ფაქტობრივად მთლიანად ცვლის ხელმძღვანელს, ორგანიზაცია დიდი საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც უმაღლესმა მენეჯერმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: December 17, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,415-ჯერ
მეორე პირობის სინდრომი
შეუსრულებელი მისიები
არის შემთხვევები, როცა დაჟინებული მტკიცება იმის თაობაზე, რომ ოღონდ ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერს შეძლებდა გადაჭარბებულია ხოლმე. ადამიანების განუზომელი შესაძლებლობების მიუხედავად არსებობენ ტვირთები, რომელთა აწევა გარკვეულ პერიოდსა და გარემოებებში შეუძლებელია. ამ დროს მთელი მოხერხება სწორად მიღებულ გადაწყვეტილებაშია – პასუხისმგებლობის აღებამდე ობიექტურად შევაფასოთ მისი სიმძიმე და შემდეგ დავთანხმდეთ მის შესრულებას.
- თარიღი: December 13, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,953-ჯერ
რატომ დელეგირება
ყველაზე მთავარი დადებითი მხარეები, რაც დელეგირებას მოაქვს და რატომაც არ უნდა დაიხიონ ხელმძღვანელებმა უკან არის ის, რომ მათ ამის კეთება დღეს ბევრად უკეთ გამოსდით. ესენია:
დროის უფრო ეფექტურად გამოყენება სრულად წაკითხვა »
- თარიღი: December 7, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,575-ჯერ
პირადი და საერთო მიზნების კოჰაბიტაცია
რაც უფრო მაღალია თანამშრომლებზე წნეხი ორგანიზაციის საერთო მიზნის შესრულებაზე და ამის პარალელურად იგნორირებულია მათი პირადი მიზნები, მით უფრო ნაკლებია საერთო მიზნების წარმატებულად რეალიზების ალბათობა. ეს ალბათობა მაშინაც კლებულობს, როცა ორგანიზაციების მიზნებთან შედარებით, თანამშრომლების მოტივაცია და შესაძლებლობები პირადი ინტერესების გატარებაზე გადაჭარბებულია. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: December 5, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,558-ჯერ
სწორი სტრუქტურული ცვლილებებისათვის საჭირო სამი აუცილებელი წინაპირობა
ორგანიზაციულ სტრუქტურაში სწორი ცვლილებები რომ მოახდინო სამი აუცილებელი წინაპირობაა ამისათვის საჭირო: ძალიან ცხადად უნდა გესმოდეს ორგანიზაციის პრიორიტეტები, დეტალურად უნდა გქონდეს გააზრებული მინიმუმ 5-7 ყველაზე მთავარი პროცესი და საკმარისად კარგად უნდა გქონდეს გაანალიზებული მენეჯერების პოტენციალი, როგორც უმაღლეს, ისე საშუალო რგოლის დონეზე. ამ სამი პირობის გარეშე განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები უფრო უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაციისათვის, ვიდრე დადებითი.
- თარიღი: December 4, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,810-ჯერ
ემოციური ინტელექტი
ემოციურ ინტელექტს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ორგანიზაციებში. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქმის შესრულებისათვის საჭირო უნარები და ცოდნა. ემოციური ინტელექტი, ძირითადად, ნიშნავს ემოციების შეცნობას და მართვას. როგორ ამოვიცნოთ ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი? სრულად წაკითხვა »
თავისუფლება ჩარჩოში
ორგანიზაციაში ჭკვიანურად დანერგილი მუშაობის სტანდარტები, ჯანსაღი წესები,მის თანამშრომლებს ხელს უწყობს უფრო თავისუფლად და კომფორტულად იგრძნონ თავი და თავიანთი საქმიანობა უფრო შედეგიანი გახადონ. სრულად წაკითხვა »
ყველაზე მთავარი მოტივატორი
ანაზღაურების არცერთ სქემას, პრემირების თუ საბონუსე სისტემას არ შეუძლია უზრუნველყოს თანამშრომლების გრძელვადიანი მოტივაცია და შემართება საქმის უკეთ საკეთებლად, როგორც ეს შეუძლია ისეთ სისტემას:
რომელშიც თანამშრომელმა იცის, თუ მისმა ხელმძღვანელმა ყოველთვის ზუსტად იცის, რაზე ხარჯავს იგითავის სამუშაო დროს; სრულად წაკითხვა »
მუშაობის ეტიკეტი
მუშაობის ეფექტიანობის გასაზრდელად, ჩვენთვის, მუშაობის ეტიკეტი რომ შეგვემუშავებინა, ძალიან დავეხმარებოდით ჩვენს თავს და იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ. მუშაობის სწორ ეტიკეტს შეუძლია უზრუნველყოს ის, რომ არა მარტო ვაკეთოთ ჩვენი საქმე, არამედ მუდმივად, ძალიან კარგად ვაკეთოთ ის. ამისთვის რამდენიმე მარტივ და განხორციელებად მაგალითს შემოგთავაზებთ: სრულად წაკითხვა »
შრომის სიყვარული
როგორც ერთ ღამეში ნასწავლი უმაღლეს შედეგს არ იძლევა გამოცდაზე, ასევე არათანმიმდევრულად მიმართული შრომა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. შრომის სიყვარული მუშაობის უნარის გამომუშავებაშია. იგი ძალისხმევის სწორად განაწილებას და მუდმივ თავდადებას გულისხმობს. სრულად წაკითხვა »