რაც არ უნდა მაგარი სისტემა ან სტრუქტურა ავაგოთ, კარგად ჩამოყალიბებული და გათავისებული კულტურის გარეშე, გრძელვადიან პერიოდში, ეს სისტემა განწირულია არაეფექტურად ფუნქციონირებისკენ. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
რა ვქნათ, როცა ხელმძღვანელს ჩვენთვის დრო არ აქვს
როცა გვგონია, რომ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ხელმძღვანელი ჩვენთან საკითხის განხილვას დიდი ხნის განმავლობაში, ზედიზედ რამდენჯერმე დებს, არ გვპასუხობს მეილებზე, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავბრაზდეთ, არ უნდა გავუნაწყენდეთ და მითუმეტეს არ უნდა ვაგრძნობინოთ მას ეს, რაც არ უნდა მტკივნეული და გულდასაწყვეტი იყოს ჩვენთვის მისი მოუცლელობა. სრულად წაკითხვა »
მოლოდინებით დამდგარი რეალობა
უმეტესწილად, რაც უფრო ზომიერი და მოკრძალებულია მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო კარგი და მისაღებია სხვებისთვის ჩვენი საქმის შესრულების შედეგად დამდგარი რეალობა და პირიქით, რაც უფრო მეტია და ამბიციური მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო ნაკლებად მიახლოებულია ჩვენი შესრულებული საქმისგან დამდგარი რეალობა მანამდე წარმოდგენილ შედეგებთან.
სინამდვილეში კი რეალობა ზუსტად ერთიდაიგივია, კმაყოფილების ხარისხია განსხვავებული. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: October 25, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,426-ჯერ
რაც თანამშრომლებმა მკაფიოდ უნდა იცოდნენ
სამი უმთავრესი საკითხია, რაც ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის ძალიან ცხადი უნდა იყოს, თუ გვინდა რომ გავზარდოთ დასახული მიზნის მიღწევის ალბათობა, თუ გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლები კოორდინირებულად და მიზანმიმართულად მუშაობდნენ. მნიშვნელოვანია სამივე და არა მხოლოდ რომელიმე ამ სამიდან. სრულად წაკითხვა »
ანგარიშვალდებულების გაზიარება
რაც უფრო მეტი აქვს ხელმძღვანელს საფიქრალი და მის გარდა, მათზე რაც ნაკლები ანგარიშვალდებული პირი არსებობს, მით ნაკლებია შანსი, ეს საკითხები მოგვარდეს.
- თარიღი: October 17, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 7,769-ჯერ
წინამორბედის კრიტიკა თუ დამსახურების აღიარება
წინამორბედის დამსახურებების აღიარება, მორალურთან ერთად, რაციონალურადაც უფრო კარგ სასტარტო პოზიციას აძლევს ახალ ლიდერს, ვიდრე მისი კრიტიკა და შეურაცხყოფა.
სანდო ადამიანები თუ პროფესიონალები
რაც უფრო მნიშვნელოვანია პოზიცია, მით უმჯობესია მასზე პროფესიონალი გავაპიროვნოთ და მის საქმიანობაზე ქმედითი კონტროლი დავაწესოთ, ვიდრე ჩვენთვის თუნდაც ძალიან სანდო პიროვნებას ჩავაბაროთ ასეთი თანამდებობა.
სუპერ შემსრულებლები
სუპერ შემსრულებლები იმათ ჰქვიათ, ვინც განუზომელ ძალისხმევას დებენ, რათა დავალება მაღალ პროფესიონალურად შეასრულონ და დამკვეთი ძალიან კმაყოფილი ჰყავდეთ. თუკი რომელიმე კომპონენტი დააკლდება საბოლოო პროდუქტს, გამოდის, რომ მისი ღირებულება დამკვეთისთვის დაბალია, ხოლო ჩვენთვის უარყოფითი ბონუსი.
სუპერ შემსრულებლებმა იციან, რომ:
- თარიღი: October 9, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,468-ჯერ
ბედნიერი თანამშრომლები
თუ მენეჯმენტი ყოველთვის გამოყოფს კვირაში თუნდაც ერთ საათს, იდეების მოსაფიქრებლად, როგორ შეიძლება გააბედნიეროს თანამშრომლები, ორგანიზაციაში ატმოსფერო ძალიან სწრაფად შეიცვლება და გაცილებით სასიამოვნო და სახალისო გახდება ყველასათვის.
- თარიღი: October 8, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 42
- წაკითხულია 2,393-ჯერ
ოქროს პარაშუტები
“ოქროს პარაშუტს” იმ დიდ კომპენსაციებს უწოდებენ, რომელსაც უხდიან ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტს საკუთარი პოსტების უმტკივნეულოდ დასატოვებლად.