ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



საოპერაციო და განვითარების ამოცანები ერთად ?!

ძალიან გავრცელებული მიზეზით ორგანიზაციებში განვითარების ამოცანების შესრულება ფერხდება ან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვინაიდან განვითარების ამოცანაზე და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ერთეულები, როგორც წესი, სტრუქტურულად ერთად იმყოფებიან.

სრულად წაკითხვა »

ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურები

თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს არაფორმალური გავლენის სფეროები. პასუხისმგებლობის რეალური განაწილებაც ბევრგან მეტ-ნაკლებად განსხვავდება ფორმალური სტრუქტურით გათვალისწინებულისაგან. არის ფუნქციები, რომლებიც დებულებების მიხედვით ევალება ერთს და სინამდვილეში კი აკეთებს მეორე. მოკლედ, თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება – ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად.

სრულად წაკითხვა »

სტრუქტურების შეფასება

ორგანიზაციის შედეგიანობასა და ეფექტიანობაზე ყველაზე დიდ გავლენას ორგანიზაციული სტრუქტურები ახდენს, ვინაიდან ის განსაზღვრავს ინდივიდუალებისა და ჯგუფების ეფექტიანობასაც. ამის შეფასება კი სამი კომპონენტითაა შესაძლებელი: სრულად წაკითხვა »

სტაბილურად მზარდი გაყიდვებისთვის

კომპანიის სტაბილურად მზარდი გაყიდვები რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის ორგანიზაციული სტრუქტურა გაყიდვებთან დაკავშირებულ 3 ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას უნდა ჭრიდეს: სრულად წაკითხვა »

ჰოლდინგის მართვის აპარატი

ორგანო, რომელიც, მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის შემთხვევაში, გენერალურ მენეჯმენტს ახორციელებს და რომლის მთავარი მიზანი ჰოლდინგის რესურსების რაციონალური და სამართლიანი განკარგვაა, მაშინ მუშაობს ეფექტურად, თუ მასში სწორ ამოცანებზე ცხადად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირები არსებობენ. ეს ამოცანებია:

სრულად წაკითხვა »

როდესაც გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ჩვენი ორგანიზაცია

ყველაზე სწრაფად ორგანიზაციას სტრუქტურის ცვლილება ცვლის. ის, ფაქტიურად, ახალი სტრუქტურის ძალაში შესვლის მეორე დღიდან იწყებს განსხვავებულად აზროვნებას, მოქმედებას, ცხოვრებას. თანაც ეს ცვლილება ძალიან ბუნებრივად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე ხდება და იმდენად დიდი წარმატებები მოაქვს, რამდენადაც სწორადაც არის გაკეთებული და დანერგილი ახალი სტრუქტურა.

სრულად წაკითხვა »

პროცესებზე მორგებული სტრუქტურა და არა პირიქით

გავრცელებული პრაქტიკაა, შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სტრუქტურა, ხოლო ამის შემდგომ არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს მოერგოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები. ამ დროს ძალიან დიდი რისკებია, პროცესები იყოს არასრულყოფილი, გაუმართავი და ვერ ასრულებდეს საკუთარ დანიშნულებას სათანადოდ – ხან დროში გაიწელება, ან გადაწყვეტილებების ხარისხი იქნება არადამაკმაყოფილებელი და ა.შ..

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელების ორი კატეგორია

ხელმძღვანელების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება. ერთ-ერთი ყველაზე მართებული პრინციპი მათ შორის არის დაყოფა ხელმძღვანელებად, რომლებიც ხვდებიან სტრუქტურის მნიშვნელობას და ისეთებად, რომლებიც სათანადოდ ვერ აფასებენ მას.

სრულად წაკითხვა »

რისკების მართვა

ასეთ ცვალებადსა და ტრანსფორმირებად გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებს შეეძლოთ უარყოფითი რისკების ეფექტური მართვა. რა თქმა უნდა, ყველა რისკი ვერ იქნება ცხადი და ნეიტრალიზებული, მაგრამ თუ ორგანიზაციაში იარსებებს რისკების მართვის მექანიზმი, რეალიზებული რისკებით გამოწვეული ზარალი გაცილებით მცირე იქნება.

სრულად წაკითხვა »

არასწორი ორგანიზაციული სტრუქტურის უარყოფითი გავლენა ადამიანების ქცევაზე

როგორი კარგად და სწორად გაკეთებულიც არ უნდა იყოს სტრუქტურა, მასში მომუშავეებს უკეთესს ვერ გახდის, თუმცა, არასწორ სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ძალიან ადვილად შეუძლია ზედაპირზე ამოიტანოს ადამიანების უარყოფითი თვისებები, დადებითები დაჩრდილოს, ან დათრგუნოს კიდეც და ყველაზე ცუდი რაკურსით დაგვანახოს ისინი.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება