ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სტრატეგიული დაგეგმვა და კონტროლი

ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროცესი სამოქმედო გეგმის შედგენისა და გაკონტროლების პროცესია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მაკოორდინირებელი პირი ორგანიზაციაში. სრულად წაკითხვა »

კლიენტების ინტერესების დამცველი ორგანიზაციაში

ხშირად შემთხვევაში ორგანიზაცია ორიენტირებულია, მეტი პროდუქტი მიყიდოს კლიენტს მიმდინარე პერიოდში. იგი არ ითვალისწინებს გრძელვადიან ეფექტებს, როდესაც მხოლოდ “გამყიდველის” პოზიციით, შესაძლოა, კლიენტის კმაყოფილება ვერ უზრუნველყოს – უფრო ძვირად ან უხარისხო პროდუქტი მიყიდოს, არასათანადო მომსახურება გაუწიოს და ა.შ.. სრულად წაკითხვა »

კომპეტენციის ზღვარზე

თუ გინდათ ადამიანი სრულიად არაპროდუქტიული გახდეს, ის მისი კომპეტენციის ზღვარს მნიშვნელოვნად უნდა დააცილოთ. ანუ, თუ ადამიანს ისეთ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ, რომლის აწევა მას არ შეუძლია, ის გარკვეული დროის შემდეგ არაქმედითი გახდება.

თუმცა კიდევ უფრო უარესი შეიძლება იყოს შედეგები მაშინ, როდესაც ადამიანს მუდმივად მის კომპეტენციასთან შედარებით მნიშვნელოვნად ადვილი დავალებების შესრულებას ვთხოვთ.

სრულად წაკითხვა »

სტრუქტურის უარყოფითი გავლენა სტრატეგიაზე

თითქმის ყველამ იცის, რომ სტრუქტურა უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიიდან. უმეტეს შემთხვევებში კი ისე ხდება, რომ თვითონ სტრუქტურა უფრო ახდენს გავლენას ორგანიზაციის პრიორიტეტების ფორმირებაზე, ვიდრე პირიქით.

და თუ სტრუქტურა არასწორია, მაშინ შეიძლება სტრატეგიაც დიდხანს დარჩეს არასწორი, ან ბუნდოვანი და შეუთანხმებელი მენეჯმენტის წევრებს შორის.

სრულად წაკითხვა »

კადრების მართვისა და განვითარების ამოცანა

ყველა საშუალო და დიდ ორგანიზაციაში არის ადამიანური რესურსების მართვის პოზიცია ან სამსახური. ისინი უმეტესწილად მუშაობენ კადრების მიმდინარე ადმინისტრირებაზე, ვაკანსიების გამოცხადებასა და კადრების დაკომპლექტებაზე, წესების და სტანდარტების შემოღებაზე. მაინც რა უნდა იყოს ამ სამსახურის ფუნქცია და რა როლი უნდა გააჩნდეს მას ორგანიზაციულ განვითარებაში? სრულად წაკითხვა »

არასრულფასოვანი იერარქიის პრობლემები

ხშირად მზარდ ორგანიზაციაში პრობლემები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჩნდებიან შუა რგოლის მენეჯერები და მათზე ხდება გარკვეული ფუნქციების, მაგრამ არა ამოცანების დელეგირება. სრულად წაკითხვა »

გაუნაწილეთ სტრატეგიული ამოცანები მოადგილეებს

თუ გსურთ თქვენი სტრატეგია რეალურად განხორციელდეს, ამისათვის აუცილებელი პირობაა სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებლობა მოადგილეებს (მმართველი გუნდის წევრებს) შორის გადანაწილდეს. ასეთ შემთხვევაში ისინი შეეცდებიან სტაბილურად მიმართონ მენეჯმენტის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით, საკადრო, დროითი და ფინანსური რესურსებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე დაიხარჯოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სრულად წაკითხვა »

მაღალკვალიფიციური გუნდები

ცხადი ამოცანების მქონე კარგად ფუნქციონირებადი გუნდებისგან, განსხვავებით, ვისაც კარგად გამიჯნული როლები აქვთ, ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციას მაღალი ხარისხით, იზრდება მოთხოვნა კომპლექსურ და მაღალკვალიფიციურ გუნდებზე. სრულად წაკითხვა »

რეგულარული თემატური შეხვედრები

თუ სწორად შერჩეულ თემებზე, წინასწარ განსაზღვრული რეგულარობით , ისე რომ არ ჩავაგდებთ, ასევე, სწორად შერჩეული ადამიანების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრებს ჩავატარებთ, ამ შეხვედრების სახით ნელ-ნელა მართვის ძალიან მძლავრ ბერკეტებს შევქმნით.

სრულად წაკითხვა »

დასახელება – მთავარი დავალება ქვედანაყოფისთვის

ქვედანაყოფისთვის მთავარი დავალებაა ის, რაც მის დასახელებაში წერია და ცხადად იკითხება. თუ დასახელება ცხადია, ქვედანაყოფიც იმის მიხედვით ცხადად მოქმედებს, თუ დასახელება ზოგადი და ბუნდოვანია, შესაბამისად გაუგებრად მუშაობს სამსახურიც, მიუხედავად იმისა რამდენად დეტალურად არის მის დებულებაში ყველაფერი გაწერილი.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება