ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



SWOT ანალიზი კომპანიებში

მენეჯმენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თანამშრომლების მოსაზრებების გაგება კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შესახებ, თუმცა უმეტესად ხელმძღვანელები ამას არასერიოზულად უყურებენ და არ აქცევენ დიდ ყურადრებას, არადა თანამშრომლები ხშირად ყველაზე კარგად იცნობენ ორგანიზაციას, მის სპეციფიკასა და იქ არსებულ მდგომარეობას.

სრულად წაკითხვა »

ძალაუფლების კონცენტრაციის ორი ცენტრი

იმ ორგანიზაციებში, სადაც პირველი პირის გარდა კიდევ არსებობს ძალაუფლების კონცენტრაციის სხვა განსაკუთრებულად ძლიერი ცენტრი, მაგალითად, მოადგილე, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის დიდ ნაწილზე არის პასუხისმგებელი, ყოველთვის იქმნება მართვის პრობლემა განსაკუთრებით ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირების სახით. ეს, საბოლოოდ, ორგანიზაციას ბევრ რამეს აკარგვინებს და ხდება მაშინაც, როდესაც ეს ადამიანები თავდაპირველად ახლო მეგობრებიც არიან ხოლმე.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციის ინერტულობის სამი მიზეზი

ორგანიზაცია სიცოცხლის ნიშნებს არ იძლევა მაშინ, როდესაც ხელმძღვანელებს თვითონ უწევთ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა, როდესაც მათგან წამოსულ ინიციატივებს და დავალებებს ქვედა რგოლების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ხვდება. გარდა ამისა, როდესაც ხელმძღვანელი გრძნობს, რომ მისი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულები ორგანიზმის მკვდარ, უფუნქციო სხეულებად ქცეულან. ყოველივეს, როგორც წესი, სამი ძირითადი მიზეზი აქვს.

სრულად წაკითხვა »

ფოკუსის არსებობა ორგანიზაციებში

ჩვენ ვაკეთებთ ორგანიზაციულ სტრუქტურებს. ძალიან ბევრი გვეკითხება, რატომ არ ვაკეთებთ ბიზნეს გეგმებს, გაყიდვების გეგმებს და სხვა მრავალ პროექტს, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია, თუნდაც არც თუ ისე ცუდად. სრულად წაკითხვა »

ინიციატივა დასჯადია?

“инициатива наказуема” – არ ვიცი ვის ეკუთვნის ეს ფრაზა, მაგრამ ძალიან გვაქვს სისხლში გამჯდარი მსგავსი დამოკიდებულება. ბევრი თვლის, რომ ინიციატივებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს, მაინც არავინ მოუსმენს, მაინც არავინ დაინახავს. ძალიან ბევრი ნიჭიერი, ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანი სამსახურში დროის ნახევარს უფუნქციოდ ატარებს, აკეთებს მარტივ საქმეს, რომელიც არ მოსწონს და ელოდება საიდანღაც დაწინაურებას, წარმატებასა და წინსვლას.

სრულად წაკითხვა »

პასუხისმგებელი პირი

სამსახურში თევზები გვყავს ძალიან დიდი ხანია. წლების განმავლობაში დღეში ხან რამდენჯერმე ვუყრიდით საკვებს, ხან კი არავინ აჭმევდა მათ… ეს საერთო პასუხისმგებლობის ბრალი იყო – ყველა ვგრძნობდით გარკვეულ პასუხისმგებლობას და როდესაც გვახსენდებოდა – ყველა სათითაოდ ვკვებავდით, ზოგჯერ ვფიქრობდით რომ  უკვე ჩაუყარეს საჭმელი და სინამდვილეში სხვებიც ასე ფიქრობდნენ, არადა დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მათი კვება. სრულად წაკითხვა »

ტექნოლოგიების განვითარება

დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას ტექნოლოგიების განვითარებას, ან ძალიან ძვირად ეჩვენებათ, ან ურჩევნიათ ისე აკეთონ ყველაფერი, როგორც მიჩვეულები არიან.

სრულად წაკითხვა »

იაფი კვლევები

ძალიან ხშირად ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას მომხმარებლებზე, მათ კმაყოფილებაზე, კონკურენტებზე, ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების მოთხოვნის არსებობაზე, რასაც იმით ამართლებს, რომ კვლევები ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამის ფუფუნება არ გააჩნიათ.

სრულად წაკითხვა »

პასუხისმგებლობის, ძალაუფლებისა და ფუნქციების განაწილების ხუთი მთავარი ეფექტი

ის, თუ როგორ არის ორგანიზაციაში განაწილებული პასუხისმგებლობები, ძალაუფლება და ფუნქციები, განაპირობებს ხუთ ძირითად ეფექტს:

სრულად წაკითხვა »

არასწორად გაკეთებული სტრუქტურა

არასწორად გაკეთებული სტრუქტურა გაუმართავ ავტომანქანას ჰგავს, რომლით წასულ მოგზაურობაშიც მძღოლიც გაიტანჯება, მგზავრებიც, დანიშნულების წერტილს ან მივაღწევთ, ან ვერა,თუკი მივედით საერთოდ იქამდე, რამდენი ხნის დაგვიანებით და რად დაგვიჯდება ეს, არავინ იცის.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება