ადამიანების სწორად შერჩევა არის ის საქმე, რომელზეც ყოველი ლიდერი უნდა ხარჯავდეს საკუთარ რესურსს, ვინაიდან მისი და მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის, დივიზიონისა თუ დანაყოფის წარმატება უპირველესად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი თანამშრომლები ჰყავს მას.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: September 11, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 1,715-ჯერ
რისი დელეგირება არ უნდა მოახდინოს ლიდერმა
- თარიღი: August 22, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,637-ჯერ
გასვლითი ღონისძიებების შესახებ
გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ფორმალურის ისე არაფორმალურის, ძალიან ეხმარება გუნდის განმტკიცებას და ორგანიზაციაში არსებული ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებასაც კი.
ცუდი ხელმძღვანელობის ხვედრი
ადამიანი, რომელიც რაიმე გარემოების გამო, ხელმძღვანელი გახდება, თანამდებობას შეიფერებს, ყოფილ კოლგებეთან დისტანციას გაზრდის, მათგან შორს დაიჭერს თავს, ქცევის მანერასაც საგრძნობლად შეცვლის, თანამშრომლებს ზემოდან დაუწყებს ყურებს და მის საუბარში მენტორული ტონიც მოიმატებს, ძალიან დიდი ალბათობით, წინ ბევრი სირთულე ელის და თუ მოკლე ხანში არ მოვა გონს, მისთვის დიდი წარუმატებლობაც არ დაახანებს.
- თარიღი: July 26, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,484-ჯერ
პასუხისმგებლობის გადაბარება ხელმძღვანელისთვის
სამწუხაროდ, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს ურჩევნია, თუ ხელმძღვანელი ამის საშუალებას აძლევს, საკმარის დროსაც უთმობს და მის საქმეში ჩართვის სურვილსაც გამოხატავს, ხშირად მივიდეს მასთან, მიმდინარე გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მას შეუთანხმოს და ამით საბოლოო შედეგზე პასუხისმგებლობაც ხელმძღვანელს გადააბაროს.
- თარიღი: July 20, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,357-ჯერ
გუნდის წევრების თვითშეფასება
გუნდის წევრების მაღალი თვითშეფასება დიდი აქტივი შეიძლება გახდს გუნდისათვის. თუ ადამიანები თვლიან, რომ მათ ძალიან ბევრის გაკეთება ძალუძთ, პროფესიონალები არიან და საკუთარი საქმე ძალიან კარგად შეუძლიათ გააკეთონ, ისინი ცდილობენ, ეს იმიჯი ყოველდღიურ მუშაობაში მაქსიმალურად გაამართლონ – კარგად იმუშაონ, სახელი და ავტორიტეტი შეინარჩუნონ და კიდევ უფრო გააძლიერონ.
- თარიღი: July 19, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,322-ჯერ
წარმატება-წარუმატებლობის ციკლი
ორგანიზაციების წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წარმატების ღირსეულად დასახვედრად არის ის მზად. უფრო დიდ წარმატებას კი მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ, რომლებიც ახერხებენ ღირსეულად ატარონ მიღწეული წარმატება და მას მოდუნების და გაფუჭების უფლება არ მისცენ.
მეტი ინიციატივა
მუდმივად ახალ-ახალი, საინტერესო ინიციატივებით გამოსვლა საუკეთესო გზაა, რათა სწრაფად გავხდეთ ბევრად უფრო ღირებული ჩვენი ხელმძღვანელებისათვის და მთლიანად ორგანიზაციისათვის. მუდმივ ინიციატივას, როგორი დასჯადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ახლა, სინამდვილეში ყველაზე სწრაფად შეუძლია წარმატება მოგვიტანოს.
- თარიღი: June 26, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,463-ჯერ
ხელმძღვანელები დილას რომ არ იგვიანებდნენ
საქართველოში პირველი პირები ძალიან ხშირად იგვიანებენ სამსახურში. ეს დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზაციებში შრომის ნაყოფიერებაზე. სრულად წაკითხვა »
რაც ძნელად მოდის
ბევრისგან გამიგია: რაც ძნელად მოდის ბევრად ტკბილია, ბევრად უფრო სასარგებლო, ბევრად უფრო მყარი და სტაბილურია. ის კი, რაც ადვილად და სწრაფად მოდის პირიქით, ბევრად უფრო მყიფეა, სუსტია და ადვილადვე იკარგება.
- თარიღი: June 22, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,581-ჯერ
თანამედროვე მონები
ხშირად ხდება ისე, რომ ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს, რათა რომ მისი გუნდის განსაკუთრებულად ღირებული წევრი სამუშაოდ სხვა ქვედანაყოფში, ან სხვა ორგანიზაციაში არ გაუშვას, მაშინაც კი, თუ ეს ამ ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა.