ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



წარმოებაში ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლი და ხარისხის განვითარება სამი სხვადასხვა ამოცანაა, და რაც უფრო დიდია წარმოება მით უფრო მეტად უნდა იყვნენ ისინი ერთმანეთისგან გამიჯნული

წარმოებებში ხშირად ხარისხის უზრუნველყოფას ხარისხის კონტროლში ურევენ, ხარისხის განვითარების ამოცანას კი საერთოდ არ ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებელი – ხან ვის აძლევენ ამ დავალებებს, ხან ვის, ძირითადად, ადამიანების უნარებიდან გამომდინარე. არადა, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და ხარისხის განვითარება არათუ სხვადასხვა ამოცანებია არამედ ურთიერთკონფლიქტურიც. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ორგანზიაციისთვის შესაძლებელია, სასურველია, ისინი ერთმანეთისგან გამიჯნოს.

სრულად წაკითხვა »

ბანკების გაზრდა ყველაზე მეტად მათი კლიენტების ექსპორტის ზრდას შეუძლია

ბანკები საქართველოში ზრდისთვის რეზერვებს ვეღარ ხედავენ და ამიტომ ზოგი საკუთარი სერვისების ექსპორტს ცდილობს, ზოგი – სერვისების სხვა სფეროებში გაფართოებას. სინამდვილეში კი, ბანკების ზრდის ყველაზე დიდი წყარო მათი კლიენტების ექსპორტის ზრდაშია და თანაც ბანკებს მათთვის ამაში დახმარების ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ.

სრულად წაკითხვა »

როდესაც სამსახურს იმის გამო ვტოვებთ, რომ იქ რაღაც არ მოგვწონს, ჯობს, წასვლამდე ჯერ პროტესტი გამოვხატოთ

როდესაც ადამიანები არ გამოხატავენ პროტესტს იმაზე, რაც მათ ორგანიზაციაში არ მოსწონთ და უჩუმრად, ან მხოლოდ ერთ ხელმძღვანელთან დალაპარაკების შემდეგ ტოვებენ სამსახურს, თვითონაც ირთულებენ ამით ცხოვრებას, და ვინც რჩება, იმათაც (მათ შორის, მფლობელებსა და ხელმძღვანელობასაც) უმცირებენ სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას. 

სრულად წაკითხვა »

სამედიცინო დაწესებულება, რამდენად კარგადაც არ უნდა კურნავდეს პაციენტებს, ნელ-ნელა მაინც დაკარგავს ფუნქციას, თუ სათანადოდ არ იზრუნებს არასამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდაზეც

საავადმყოფოები – როგორც სტაციონარები, ისე ამბულატორიები, ან სხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სათანადოდ არ ზრუნავენ პაციენტებისა და მათი პატრონების არასამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სულ უფრო მეტად დაკარგავენ „კლიენტებსაც“ და კლინიკურ ფუნქციასაც. 

სრულად წაკითხვა »

სადაზღვეო ბიზნესში კლიენტის მომსახურება და ზარალის მართვა ორი სხვადასხვა ამოცანაა და მათი ჩაბარება ერთი ადამიანისთვის ან პირველის, ან მეორის, ან, უფრო დიდი ალბათობით, ორივე ამოცანის გადაწყვეტას შეუშლის ხელს

სადაზღვეო კომპანიები ხშირად ზარალის მართვის ამოცანას სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული კლიენტების მომსახურების ამოცანასთან აიგივებენ; ეს კი იმ ადამიანებში, ვინც ამ ამოცანის გადაწყვეტაში მონაწილეობს, გაურკვევლობას იწვევს და ძალიან ურთულებს მათ ორივე, ან მინიმუმ ერთ-ერთი მათგანის გადაწყვეტას.  სრულად წაკითხვა »

რაც უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას გრძნობს ან ელოდება ადამიანი, მით უფრო მეტ სისულელეს აკეთებს 

წინააღმდეგობა, ან მოსალოდნელი წინააღმდეგობა ადამიანში მობილიზაციას ზრდის, მეტად ფიქრობს და წონის, სანამ რამეს იტყვის ან გააკეთებს. ნაკლები წინააღმდეგობის მოლოდინში კი მეტად აძლევს გასაქანს საკუთარ არასწორ მიზნებსა და მოტივებს. შესაბამისად, უფრო მეტ შეცდომასაც უშვებს.

სრულად წაკითხვა »

ადამიანები წარმატებას იმის მიხედვით კი არ აღწევენ, რამდენად ჭკვიანები არიან, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ თავის სიჭკვიანეზე

როდესაც ადამიანს თავის თავზე ძალიან დიდი წარმოადგენა აქვს, მას კითხვების დასმაც უჭირს, დახმარების თხოვნაც, და რასაც ვერ ხვდება, ყველაფერი არასწორი ჰგონია. შენიშვნების, კრიტიკის და რჩევების მიღებაც არ შეუძლია, რაც ძალიან ურთულებს სწავლასაც, განვითარებასაც და, შესაბამისად, წარმატების მიღწევასაც.  სრულად წაკითხვა »

როდესაც ადამიანები პროტესტს ვერ (ან არ) გამოხატავენ, მათში პროტესტის განცდა ბევრჯერ იზრდება

ხელმძღვანელმა თანამშრომლებს უნდა მისცეს უარყოფითი განწყობის, უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება, მიუხედავად იმისა, რამდენად ბევრი და რამდენად ხმამაღლა გამოხატავენ ამას. სხვა შემთხვევაში, ეს უკმაყოფილება ბევრად გაიზრდება და გაცილებით დიდ პრობლემებს შეუქმნის ორგანიზაციას, ან თავად ხელმძღვანელს. 

სრულად წაკითხვა »

თვითგანწყობის უნარი განსაზღვრავს, თუ რა დონის პროფესიონალია ადამიანი

რაიმე კონკრეტული საქმის კეთებისას (ან რაიმე სპორტული ასპარეზობისას), თუ ადამიანს შეუძლია ისეთი განწყობა შეიქმნას, რომელიც მას ამ საქმეს ყველაზე უკეთ გააკეთებინებს, და თან ბოლომდე შეინარჩუნოს ეს განწყობა, იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მის გარშემო, ესე იგი ეს ადამიანი ამ საქმის პროფესიონალია.

სრულად წაკითხვა »

ურთიერთკოორდინირებულ მედიას ქვეყანაში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია

თუ რომელიმე ერთი მედია ორგანიზაცია თავის თავზე აიღებს, რამდენიმე სხვა მედია საშუალებას მოელაპარაკება და შექმნიან ერთიან ნიუსრუმს, ჩამოაყალიბებენ ერთიან სარედაქციო საბჭოს და თავისუფალი მედიის განვითარებისთვის სპეციალურ ფონდს დააარსებენ – შეძლებენ, საფუძველი ჩაუყარონ მედიაკოორდინაციის ახალ სისტემას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, დროთა განმავლობაში ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ამოცანა გადაწყვიტოს ან გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. 

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება