ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



მოტივაცია და პასუხისმგებლობა

მაგალითად, თუ კატეგორიის (ბრენდის, ასორტიმენტის) მენეჯერს, პასუხისმგებლობა ექნება მომგებიანობაზე და მოტივაცია გაყიდვებზე, ხოლო გაყიდვების მენეჯერს პასუხისმგბელობა ექნება გაყიდვებზე ხოლო მოტივაცია მომგებიანობაზე – ისინი უკეთ გაუგებენ ერთამანეთს და გაცილებით სწორად ითანამშრომლებენ. კონფლიქტებიც სწორ საკითხებზე ექნებათ და კოორდინაციაც.

ზოგადად პასუხისმგებლობა და მოტივაცია მართვის სხვადასხვა ინსტრუმენტია და მათი სწორი გამოყენება ძალიან ეხმარება ადამიანების მხრიდან მათი როლების უკეთ გაგებასაც და შესრულებასაც. ასევე ერთმანეთს შორის უფრო ჯანსაღ თანამშრომლობას.

 

შიდა დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა

ის ორგანიზაციები, რომლებიც დეკლარირებენ, რომ მათთვის მათი თანამშრომლები და მათი ინტერესები ძალიან მნიშნელოვანია ამის ნათელ დემონსტრირებას მოახდენენ საქმითაც თუ ხელს შეუწყობენ მათ ორგანიზაციაში შიდა, თავისუფალი პროფკავშირების შექმნას.

სრულად წაკითხვა »

სახელფასო სისტემის მოწესრიგება ბევრად მნიშნელოვანია ვიდრე ბონუსების სისტემა

ხელფასის მატება გაცილებით დიდი მოტივატორია ვიდრე ერთჯერადი ბონუსი, ამიტომ თუ ორგანიზაციას სურვილი აქვს გრძელვადიანი და სწორი მოტივაცია გაუჩინოს თანამშრომლებს მათ ზუსტად უნდა უთხრას ლოგიკა რა შემთხვევაში და როგორ გაეზრდებათ ხელფასი.
სრულად წაკითხვა »

გაყიდვების ზრდაზე აგრესიული მოტივაცია შესაძლოა კლიენტების მოტყუების მიზეზი გახდეს

მოკლევადიან პერიოდში გაყიდვების გაზრდაზე მიმართული ზომაზე მეტი მოტივაცია კლიენტების მოტყუების, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის და მათ მიმართ ცალკეულ შემთხვევევში არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების რისკებს ზრდის გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების მხრიდან.

ამიტომ, ყოველთვის ჯობს მოტივაციის სქემები ისე იყოს აგებული, როგორც სახელფასო სისტემის ისე პრემირების სისტემის კუთხით, რომ პარამეტრების გრძელვადიან, სტაბილურ გაუმჯობესებაზე იყოს უფრო მეტად მიმართული.

ხელფასს რომ ვუხდით იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად კარგად უნდა იმუშაოს

ხელფასის დანიშნულება შრომის ანაზღაურება არ არის. მას ჩვენ თანამშრომლის მზაობისათვის ვიხდით საკუთარი უნარები და გამოცდილება ჩვენს ამოცანებს მოახმაროს.
სრულად წაკითხვა »

გუნდური მოტივაცია უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებისთვის

თუ გვინდა, რომ უმაღლესი მენემენტი ერთ გუნდად ჩამოყალიბდეს ერთ-ერთი ნაბიჯი ამისთვის მათთვის გუნდური მოტივაციის შექმნა უნდა გახდეს.
სრულად წაკითხვა »

კარგი წლიური შედეგების შემთხვევაში ისევე აუცილებელია შრომის ანაზღაურების სისტემის გადახედვა როგორც არასახარბიელო შედეგებისას

იმ კომპანიებმა, რომლემლებმაც 2023 წელს წინა წელთან შედარებით მნიშნელოვნად მეტი შემოსავალი და მოგება მიიღეს პირველ რიგში შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებას უნდა შეეცადონ.
სრულად წაკითხვა »

პრობლემები ურთიერთობებში უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის

დიდ ორგანზიაციებში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი, თითქმის ყოველთვის, უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის არსებული პრობლემებია.
სრულად წაკითხვა »

თანამშრომლები უფრო მნიშვნელოვანია თუ ფული

არის ასეთი თითქოს და რიტორიკული კითხვა, რომელზე პასუხიც მგონი ყველამ იცის. რა თქმა უნდა ვერც შეადარებ, თანამშრომლების მოტივაცია, კვალიფიკაცია, ჩართულობა, მათი შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. ამ კითხვაზე პასუხი თითქოს ყველასთვის ცხადია, თუმცა სამწუხაროდ ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელების დიდ უმრავლესობას ეს გვავიწყდება და გადაწყვეტილებებს ძალიან ხშირად ზუსტად საპირისპიროდ ვიღებთ.

განსაკუთრებით, როდესაც საქმე კონკრეტულ ადამიანებამდე მიდის სულ გვგონია, რომ რა პრობლემაა, ადვილად ჩავანაცვლებთ, ერთ ადამიანს ხო არ გადავაყოლებთ ორგანიზაციას და ა.შ. მსგავსი აზრებით ვიწყნარებთ თავს და “ვამართლებთ” არასწორ გადაწყვეტილებებს. ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ზოგადი პრინციპი, რომელიც კარგად გვესმის, ზუსტად იმ კონკრეტული ადამიანებისგან შედგება.

მართალია ისეთი ხელმძღვანელებიც არიან დარჩენილი, ვისაც გაეცინება და იტყვის, ფული იყოს და მოტივაციასაც და ჩართულობასაც ადვილად ეშველებაო და თანამშრომლებსაცო, თუმცა მგონი იმ ადამიანების რაოდენობა სწრაფად იკლებს, ვინც პრინციპის დონეზეც ვერ ხვდება ადამიანების, და მათ შორის კონკრეტული ადამიანების მნიშვნელობას.

ორგანიზაცია, რომელიც ჯანსაღ ღირებულებებს ეფუძნება მიმდინარე სირთულეების გადალახვის გზებს როგორი რთულიც არ უნდა იყოს აუცილებლად გამონახავს

თუ ორგანიზაციის ზრდას და განვითარებას მისი სტრატეგიის სიცხადე, სწორად აწყობილი სტრუქტურა და მართვის სისტემები განსაზღვრავს, ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ის თუ რამდენ ხანს იარსებებს ორგანიზაცია, მთლიანად იმას ეფუძნება, თუ რამდენად ჯანსაღია ფასეულობები და ღირებულებები, რომლებითაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ.

რაც უფრო კეთილია საწყისი, რაც უფრო მეტი ზრუნვაა ჩადებული მასში თანამშრომლებზე, კლიენტებზე, მით უფრო ადვილად გამოინახება გზები ნებისმიერი სირთულის მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად.
შესაბამისად, მენეჯმენტმა პირველ რიგში ალბათ სწორედ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაციები
სწორ ღირებულებებს დავაფუძნოთ ყოველდღიურ საქმიანობაში და ამის მერე დავიწყოთ ზრდისა და განვითარების გზების ძიება.
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება