ბევრი ადამიანის მართვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მათზე ამოცანების განაწილება და ამის შემდეგ მათთვის საშუალების მიცემა, თვითონ გვმართონ ჩვენ. არადა, ამასთან, ეს უკანასკნელი მიდგომა ბევრად უკეთეს შედეგებსაც იძლევა.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: August 9, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,370-ჯერ
მივცეთ საშუალება თანამშრომლებს უფრო აქტიურად გვმართონ
- თარიღი: August 6, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,106-ჯერ
ბიზნეს-პროცესების განვითარების ბიზნეს-პროცესი
ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობის როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგს მნიშვნელოვნად (თუ სრულად არა) განსაზღვრავს სტრატეგია, რომლითაც მენეჯმენტი მოქმედებს, სტრუქტურა – თუ როგორ არის განაწილებული როლები, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება ადამიანებს შორის და ბიზნეს-პროცესები – რამდენად გამართულად და სწორად მიმდინარეობს ის.
- თარიღი: August 2, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,750-ჯერ
ოპერაციული მართვა და პროგრამული მართვა
დღეს ქართული ორგანიზაციების დიდი ნაწილი ძირითადად ოპერაციულად იმართება, ანუ წამოჭრილი საკითხების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, სპონტანურად იბადება იდეები და ქაოსურად მიმდინარეობს ამ იდეების განხორციელების პროცესიც. მნიშნელოვანია, რომ ორგანიზაციები ოპერაციული მართვიდან პროგრამულ მართვაზე გადავიდნენ.
ცუდი ხელმძღვანელობის ხვედრი
ადამიანი, რომელიც რაიმე გარემოების გამო, ხელმძღვანელი გახდება, თანამდებობას შეიფერებს, ყოფილ კოლგებეთან დისტანციას გაზრდის, მათგან შორს დაიჭერს თავს, ქცევის მანერასაც საგრძნობლად შეცვლის, თანამშრომლებს ზემოდან დაუწყებს ყურებს და მის საუბარში მენტორული ტონიც მოიმატებს, ძალიან დიდი ალბათობით, წინ ბევრი სირთულე ელის და თუ მოკლე ხანში არ მოვა გონს, მისთვის დიდი წარუმატებლობაც არ დაახანებს.
- თარიღი: July 31, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,472-ჯერ
ნდობის ჯგუფი
თუ ორგანიზაცია მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისგან, ყველაზე ლოიალური და გამოცდილი თანამშრომლებისგან, ასევე მათგანაც, ვინც ორგანიზაციაში ადრე მუშაობდა და ახლაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს მასთან, ერთგულებას და ლოიალურობას გამოხატავს, შექმნის ნდობის ჯგუფს და შეეცდება ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს მისი დახმარებით მიაღწიოს, ბევრ კარგ შედეგს მიიღებს აქედან:
- თარიღი: July 30, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,352-ჯერ
ადამიანების სევდა
ადამიანებს ყველაზე მეტად, ალბათ, მათი წარუმატებელი ცხოვრება ადარდებთ. თან სულ უფრო მეტად, რაც მეტი დრო გადის. თუ ხელმძღვანელები იმაზე იზრუნებენ, რომ ადამიანებს ეს დარდი არ გაუჩინონ, ეცდებიან მათი შესაძლებლობები დაინახონ და ბოლომდე გამოიყენონ, ამით დაეხმარებიან გახდნენ წარმატებულები იქ, სადაც მუშაობენ და თვისებებიც ამის შესაბამისი შეიძინონ. ასე დიდხანს შეინარჩუნებენ კადრებსაც და ორგანიზაციასაც ბევრ სასარგებლოს გაუკეთებენ.
- თარიღი: July 27, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,374-ჯერ
მსუბუქი ქცევის ხელმძღვანელები
არიან მენეჯერები, რომლებიც ძალიან ადვილად ექცევიან ადამიანების გავლენის ქვეშ. ვინც ელაპარაკება მის არგუმენტებს და ინფორმაციას განსჯის გარეშე იღებენ, ადვილად ეთანხმებიან მოსაუბრეს და რაღაც დროის განმავლობაში, სანამ სხვა რაღაც სხვას არ ეტყვით, მის ხედვებსაც იზიარებენ.
ასეთ ადამიანებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია, ვინაიდან ისინი ძალინ ხშირად იცვლიან აზრს, დღეს ერთს ლაპარაკობენ ხვალ სხვას, დღეს ერთს გავალებენ ხვალ სხვა რაღაცას გთხოვენ და რაც უნდა გააკეთო ხშირად მაინც უკმაყოფილოები არიან.
- თარიღი: July 26, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,584-ჯერ
პასუხისმგებლობის გადაბარება ხელმძღვანელისთვის
სამწუხაროდ, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს ურჩევნია, თუ ხელმძღვანელი ამის საშუალებას აძლევს, საკმარის დროსაც უთმობს და მის საქმეში ჩართვის სურვილსაც გამოხატავს, ხშირად მივიდეს მასთან, მიმდინარე გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მას შეუთანხმოს და ამით საბოლოო შედეგზე პასუხისმგებლობაც ხელმძღვანელს გადააბაროს.
- თარიღი: July 23, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,517-ჯერ
ხელმძღვანელის დრო
როდესაც ხელმძღვანელი ამბობს, ძალიან დაკავებულია და დრო არ აქვს ამა თუ იმ რაღაცის გასაკეთებელად ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე მისთვის საკმარისად პრიორიტეტული არ არის. თუ გვინდა, მისი დრო მოვიპოვოთ, ამის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – დავუსაბუთოთ მას ამ საქმის გაკეთების მნიშვნელობა.
- თარიღი: July 20, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,456-ჯერ
გუნდის წევრების თვითშეფასება
გუნდის წევრების მაღალი თვითშეფასება დიდი აქტივი შეიძლება გახდს გუნდისათვის. თუ ადამიანები თვლიან, რომ მათ ძალიან ბევრის გაკეთება ძალუძთ, პროფესიონალები არიან და საკუთარი საქმე ძალიან კარგად შეუძლიათ გააკეთონ, ისინი ცდილობენ, ეს იმიჯი ყოველდღიურ მუშაობაში მაქსიმალურად გაამართლონ – კარგად იმუშაონ, სახელი და ავტორიტეტი შეინარჩუნონ და კიდევ უფრო გააძლიერონ.