ორგანიზაციების წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წარმატების ღირსეულად დასახვედრად არის ის მზად. უფრო დიდ წარმატებას კი მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ, რომლებიც ახერხებენ ღირსეულად ატარონ მიღწეული წარმატება და მას მოდუნების და გაფუჭების უფლება არ მისცენ.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: July 19, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,428-ჯერ
წარმატება-წარუმატებლობის ციკლი
- თარიღი: July 18, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,288-ჯერ
ახალმოსულ კადრებს რომ უკეთესად ვასწავლოთ და გუნდში ინტეგრირებაშიც დავეხმაროთ
ახალმოსულების სამუშაო ადგილზე სწავლება სწავლების ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური მეთოდია. იგი ამავე დროს ეკონომიურიც არის. გამოცდილ თანამშრომლებს შორის ისეთების შერჩევა, რომლებსაც ახალმოსულების სწავლება ყველაზე მეტად მოსწონთ, სიამოვნებთ და კარგადაც გამოსდით; მათი წახალისება უფრო მეტი შემართებით აკეთონ ეს და მათთვის იმ მეთოდების სწავლება, რომლის გამოყენებითაც კიდევ უფრო ადვილად და ხარისხიანად გააკეთებენ ამას, ბევრად გააადვილებს სწავლების პროცესსაც და ახალმოსულების კოლექტივში უფრო ადვილად ინტეგრირებასაც შეუწყობს ხელს.
- თარიღი: July 16, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,378-ჯერ
როდესაც თანამშრომლებს ორშაბათი უყვართ
ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად საჭირო კადრები მუშაობენ თქვენთან, რამდენად კმაყოფილები არიან ისინი საკუთარი სამსახურით და რამდენად ახერხებენ თქვენს ორგანიზაციაში ისინი საკუთარი უნარების და შესაძლებლობების რეალიზებას ისიც არის, თუ რამდენად უყვართ მათ თქვენთან ორშაბათი დღე (რა თქმა უნდა, თუ ორშაბათი თქვენს ორგანიზაციაში დასვენების დღე არ არის).
- თარიღი: July 12, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 1,911-ჯერ
როგორ დავაკავოთ ღირებული თანამშრომლები
ერთხელ, ერთი დიდი ორგანიზაციის უმაღლესმა ხელმძღვანელმა გვთხოვა, იქნებ ისეთი რამე ჩაგვაწერინოთ თანამშრომლებთან კონტრაქტში, რომ სამუშაოდ სხვა ორგანიზაციაში ვეღარ წავიდნენო. რა თქმა უნდა, ასეთი ვერაფერი ვურჩიეთ მაშინ, მაგრამ ჩვენთვის კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ერთადერთი გზა ღირებული თანამშრომლების დასაკავებლად ის არის, რომ კი არ შევუშალო, არამედ შევუწყოთ კიდეც ხელი წავიდეს იქ, სადაც უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს და უფრო სწრაფად განვითარდება.
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინტერესების კონფლიქტი
ის, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად საინტერესო არ არის კერძო მეწარმეებისათვის მოკლევადიან პერიოდში. მეწარმეები ხომ საკუთარ პრიორიტეტებს ძირითადად სწორედ მოკლევადიანი ინტერესებიდან საზღვრავენ. თუ სახელმწიფო შეძლებს მათ მიმდინარე ინტერესი გაუჩინოს ისეთ პროექტებზე, რაც მათაც და ქვეყნის ეკონომიკასაც ეფექტს აუცილებლად მოუტანს საშუალო ან გრძელ ვადაში, ეკონომიკის განვითარებასაც დაეხმარება და სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
- თარიღი: July 9, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,121-ჯერ
ინოვაციების მაძიებელი
ინოვაციების მნიშვნელობა ყველასათვის ნათელია. მომსახურებაში, პროდუქტებში, საქმის წარმოებაში, შიდა ორგანიზაციაში, შიდა საქმიანობის წესებსა თუ მიდგომებში ახალი, განსხვავებული გადაწყვეტილებების ძიება უწყვეტ პროცესად რომ იქცეს, ინოვაციების მაძიებლის პოზიციის შექმნა, ან რომელიმე არსებული თანამშრომლისათვის ამ ფუნქციის დამატება, შესაძლოა, კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.
- თარიღი: July 6, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,826-ჯერ
ნამდვილი კეთილისმსურველები
როგორც ადამიანისთვის, უკეთესი მეგობარი ის კი არ არის, ვინც მუდმივად მას აქებს და ადიდებს, არამედ ის, ვინც მას მისი ნაკლოვანებების დანახვაში და გამოსწორებაში ეხმარება. ასეა ორგანიზაციებისთვისაც. ის კლიენტები, თანამშრომლები თუ საქმიანი პარტნიორები, რომლებიც ორგანიზაციის პრობლემებზე, მის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობენ განსაკუთრებით ღირებულები და მნიშვნელოვნები არიან ორგანიზაციისთვის.
მეტი ინიციატივა
მუდმივად ახალ-ახალი, საინტერესო ინიციატივებით გამოსვლა საუკეთესო გზაა, რათა სწრაფად გავხდეთ ბევრად უფრო ღირებული ჩვენი ხელმძღვანელებისათვის და მთლიანად ორგანიზაციისათვის. მუდმივ ინიციატივას, როგორი დასჯადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ახლა, სინამდვილეში ყველაზე სწრაფად შეუძლია წარმატება მოგვიტანოს.
- თარიღი: July 3, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,475-ჯერ
კომპეტენციის ზღვარზე
იმისათვის, რომ ადამიანის პროფესიული დისკრედიტაცია მოახდინო, საკმარისია დააწინაურო ისე, რომ კომპეტენციის ზღვარს გადააბიჯოს. ანუ დააკისრო ისეთი ვალდებულებები, რომლის ზიდვაც მის შესაძლებლობებს აღემატება. ეს არის ყველაზე ადვილი გზა გამოამზეურო მისი შესაძლებლობების ლიმიტი და ყველას დაანახო, რომ მან მოლოდინი არ გაამართლა.
- თარიღი: June 29, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,896-ჯერ
საიდან დავიწყოთ
წარმოიდგინეთ, სახლის მშენებლობა რომ პროექტის გარეშე დავიწყოთ. შემოვღობოთ ტერიტორია, შევიტანოთ სამშენებლო მასალები და დავიწყოთ საძირკველის გათხრა ისე, რომ არ ვიცოდეთ რას ვაშენებთ, ვისთვის, რამხელას, რა ფორმის, რა მასალის და ა.შ. თან ვაკეთებდეთ ამას და თან გზადაგზა ვფიქრობდეთ რა მასალა შევიტანო? საძირკველი როგორ გავთხარო? რა ფორმის, რა ზომის, კოლონები სად და რამდენი ავაგოთ და ა.შ. რამდენჯერ ვინანებთ, რომ გეგმის გარეშე დავიწყეთ მშენებლობა, რამდენჯერ მოგვიწევს გაკეთებულის დანგრევა და ახლიდან გაკეთება, რამდენი ხანი გაგრძელდება მშენებლობა, ან თუ როდესმე დამთავრდება საერთოდ.