ახალ სამსახურს, რომელიც ახალი გამოწვევაა, ბევრი სირთულე და ბარიერი ახლავს თან. ასეთ დროს უნდა ვეცადოთ დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შევასრულოთ, ბევრი ვიმუშაოთ და სხვებსაც დავეხმაროთ. გარდა ამისა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რისი გათვალისწინებაც ახალ კოლეგებთან ადაპტაციას უფრო გაგვიმარტივებს: სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: October 4, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,297-ჯერ
ახალ სამსახურში ადგილი რომ დავიმკვიდროთ
არსებული კლიენტების შესწავლა
კლიენეტის შესწავლა, თუ ვინ არიან ისინი და რატომ ყიდულობენ ჩვენს პროდუქტს, მომსახურებას ხშირ შემთხვევაში ძალიან ღირებული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. იგი გვეხმარება უკეთ დავინახოთ ჩვენი პროდუქტის/მომსახურების პოტენციალი, სეგმენტები, რომლისთვისაც ის საინტერესოა და ბევრად უკეთესი და უფრო სტაბილური გაყიდვების საშუალებას გვაძლევს.
„პროფესორობა ყველაფერში“
ხედვის ფორმირებისას თუ მოვინდომებდით, რომ აგვერჩია ერთი მთავარი პროდუქტი, რომელიც გახდებოდა ჩვენი საქმიანობის ერთგვარი ნიშანსვეტი, ხოლო დანარჩენი პროდუქტები უმთავრესი პროდუქტის განვითარების ხელშესაწყობად დაგვეტოვებინა, უფრო მეტ სარგებელს შევქმნიდით, ვიდრე მაშინ, თუ ბევრ მიმართულებას თანაბრად მოვედებოდით.
ჯვარედინი გაყიდვების გასააქტიურებლად
თუ ჯვარედინი გაყიდვების გააქტიურებაზე ფიქრობთ, ან თქვენს ორგანიზაციაში მისი ეფექტიანობა გაწუხებთ, გადაამოწმეთ რამდენად აქვს თქვენს პერსონალს საჭირო ინფორმაცია, შესაბამისი აღჭურვილობა და სათანადო მოტივაცია გაყიდვების საწარმოებლად.
- თარიღი: September 21, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,607-ჯერ
ლიდერობის განვითარების მენეჯერი
თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში იზრდება ისეთი ლიდერების საჭიროება, ვისაც, პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად, თანამშრომლებთან ურთიერთობების კომპეტენციებიც ექნებათ და შეეძლებათ მართონ კადრები ისე, რომ ყოველდღიურად გაზარდონ თითოეულის ღირებულება ორგანიზაციისთვის, ამის ერთ-ერთი საშუალება სტრუქტურაში ლიდერობის განვითარების მენეჯერის პოზიციის გაჩენაა.
გაუთავებელი შეხვედრები
როცა ხედავთ, რომ თქვენი კოლეგები სამუშაო დღის დიდ ნაწილს ორგანიზაციის შიდა შეხვედრებში ატარებენ, თან ატყობთ, რომ შეხვედრების ხანგრძლივობა ნელ-ნელ იზრდება, ხოლო შედეგიანობა კი იკლებს, დაიწყეთ:
- თარიღი: September 11, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 1,888-ჯერ
რისი დელეგირება არ უნდა მოახდინოს ლიდერმა
ადამიანების სწორად შერჩევა არის ის საქმე, რომელზეც ყოველი ლიდერი უნდა ხარჯავდეს საკუთარ რესურსს, ვინაიდან მისი და მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის, დივიზიონისა თუ დანაყოფის წარმატება უპირველესად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი თანამშრომლები ჰყავს მას.
უკეთესი სამსახურის ძებნის რეჟიმში
თუ მუშაობის პარალელურად მუდმივად ვიქნებით ახალი სამსახურის ძებნით დაკავებულები, ეს გაზრდის ჩვენი საქმიანობის შედეგებს და მეტ სარგებელსაც მოგვიტანს იქ, სადაც იმ დროისთვის ვიქნებით. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: September 4, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,544-ჯერ
რატომ უნდა ვიკითხოთ პროფესიული წიგნები?
“უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა” – ილია ჭავჭავაძე
იცოდით, რომ თუ დილით მხოლოდ ნახევარ საათს გამოყოფთ პროფესიული ლიტერატურის წასაკითხად, წელიწადში რამდენიმე საშუალო სიდიდის წიგნის ცოდნას დააგროვებთ და ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი წარმატების შანსები? სრულად წაკითხვა »
- თარიღი: September 3, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 2,049-ჯერ
პროფესიონალები თუ ლოიალურები
ცალკეული, სპეციფიკური შემთხვევების გარდა ახალგაზრდა, შედარებით ნაკლებად გამოცდილი კადრების აყვანა და მათი საკუთარ, შიდა გარემოში გაზრდა ხშირ შემთხვევაში უფრო უკეთესი სტრატეგიაა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალების მოძიება და აყვანა.