თუ განათლების სამინისტრო ქმედით დახმარებას გაუწევს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს (სახელობო სასწავლებლებსაც, როცა იქნებიან) ყოფილი მოსწავლეებისაგან, მოსწავლეთა მშობლებისაგან და ადგილობრივი მსხვილი და საშუალო საწარმოებისაგან თანხების ორგანიზებულად მოძიებაში, ამით მთლიანად გაანთლების სისტემაში მნიშვნელოვანი სახსრების შემოდინებას შეუწყობს ხელს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
რა შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტის ფონდმა უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელი ახალგაზრდების დაფინანსების პოლიტიკაში
სწორედ ახლა იწყება იმ ახალგაზრდების შერჩევის პროცესი, ვისაც სახელმწიფო საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნეს–განათლების მიღებას დაუფინანსებს. ეს პროცესი უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს და ბევრ ადამიანს მისცა დამატებითი სტიმული, ეფიქრათ ხარისხიანი განათლების მიღებაზე. პროცესი უდაოდ მნიშვნელოვანია, ამასთან რამოდენიმე საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. კერძოდ, სრულად წაკითხვა »
რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი ამოცანები 2010-2011 წლებში
განათლების სამინისტროს წინაშე ბევრი პრობლემა და ამოცანა დგას. მათ გადაჭრაზე იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. თუმცა, თუ სამინისტრო ვერ შეძლებს სწორად გამოყოს ის რამოდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაზე ზრუნვაც ყველაზე მეტად პრაქტიკული და ღირებული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, მაშინ, სავარუადოდ, დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება ვერც საზოგადოების და ვერც ხელისუფლების მხრიდან. სრულად წაკითხვა »
რა უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისია
ჩვენი ზომის და თავისებურებების მქონე ქვეყანაში განათლების სამინისტრო თავის უმთავრეს დანიშნულებად უნდა მიიჩნევდეს
მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში ჯანსაღი ფასეულობების, შრომისუნარიანი, განათლებული ახლგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას.
მისი საქმიანობა სწორედ ამ მისიის რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ძალისხმევა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ამ კონკრეტული მიზნისკენ არ არის მიმართული. სრულად წაკითხვა »
რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ და რატომ სასკოლო აღზრდის ხარისხის ასამაღლებლად
სკოლის ფუნქციებს შორის ერთ–ერთი მთავარია და შესაძლოა უმთავრესიც, მოზარდებში სწორ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალი არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ სასკოლო აღზრდის დონის სწრაფი ამაღლება. მითუმეტეს, რომ განათლების ხარისხის გაზრდისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით გაცილებით სწრაფი გაუმჯობესების მიღწევა შეიძლება. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს ბავშვებში და მოზარდებში წიგნების კითხვის სურვილის გაღვივებას შეუწყოს ხელი
ვფიქრობთ, რაიონული ბიბლიოთეკების რეორგანიზაციით, მათი ახლებური მოწყობით, საკადრო დაკომპლექტებით და მათთვის მუშაობის ახალი ინსტრუქციების მიცემით განათლების სამინისტროს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალი თაობების განათლების დონის ამაღლებაში. რაც ამ სამინისტროს უპირატესი მიზანია. ხოლო კითხვის სურვილის და ჩვევის გაჩენის გარეშე კი ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. სრულად წაკითხვა »
რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი 2010 წელს
წესით, თუ დასაქმება მთავრობის რეალური პრიორიტეტია, არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს განათლების სამინისტროსთვის, თუ არა სახელობო, ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სწავლების მიმართულების განვითარება. გასაგებია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის გაზრდის, ისე სამეცნიერო მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით. თუმცა სწორედ სახელობო სწავლების განვითარებას დღეს ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია დასაქმების ამოცანების გადასაწყვეტად, მოსახლეობის კეთილდღეობის დონეზე ყველაზე სწრაფი ეფექტიც, წესით მას უნდა ჰქონდეს. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ სატელევიზიო კომპანიებს ბევრად მიმზიდველი გახადონ საკუთარი ეთერიც და ინტერნეტ საიტებიც
სატელევიზიო კომპანიებისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარგად განვითარებული ინტერნეტ–საიტები, ვინაიდან მაყურებელთა დიდი ნაწილისათვის დღის განმავლობაში ეს ბევრად უფრო კომფორტული საშუალებაა მათი პროდუქცის ნახვისათვის.
ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა მათთვის მრავალფეროვანი გახადონ საკუთარი სიუჟეტები, და მათი მეშვეობით საზოგადოებისათვის საინტერესო ბევრი თემა მოიცვან. სამოყვარულო რეპორტაჟები, შესაძლოა, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს ამ ორივე ამოცანის გადასაჭრელად. სრულად წაკითხვა »
ვისთან თანამშრომლობით შეუძლიათ ბანკებს გაზარდონ ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა
აუდიტორული კომპანიები და ცნობილი კერძო აუდიტორები საუკეთესო პარტნიორები შეიძლება აღმოჩნდნენ ბანკებისათვის ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის სწრაფად გასაზრდელად. აღნიშნული საკითხი, მოგეხსენებათ, ბანკების უმეტესობისათვის ძალიან აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს. სრულად წაკითხვა »
ვისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი სამთო კურორტების განვითარება
ვფიქრობთ, თუ დიდი ფარმაცევტული კომპანიები (პსპ, ავერსი) ცნობილი ქართული სამთო კურორტების განვითარებას დაიწყებენ, სანატორიუმებს და სამკურნალო–გამაჯანსაღებელ კომპლექსებს აღადგენენ, საგზურებს კი აფთიაქების მეშვეობით გაყიდიან გაცილებით დიდ მოგებას მიიღებენ, ვიდრე თბილისში ამდენი კლინიკების მშენებლობითა და რეკონსტრუქციით. სრულად წაკითხვა »