ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



განვითარება რუტინულად

რაც დრო გადის განვითარებისკენ მიმართული აღარც ცალკეული პროექტები, აღარც წინასწარ დაგეგმილი პროგრამები აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ. სფეროების და დარგების უმრავლესობაში მხოლოდ ის ორგანიზაციები ახერხებენ პირველობას, რომლებიც განვითარებაზე უკვე რუტინულად მუშაობენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ადამიანურ, ფინანსურ რესურსს და მენეჯმენტის ყურადღებას ხარჯავენ.

სრულად წაკითხვა »

პრობლემების პროაქტიული ძიება

თუ ორგანიზაციები მათი პრობლემების პროაქტიული ძიების მექანიზმებს არ ავითარებენ, ისინი ყოველთვის აგვიანებენ მათ მოგვარებას და ეს პრობლემებიც ასეთ დროს განსაკუთრებულად აზიანებენ ორგანიზაციებს.

სრულად წაკითხვა »

უნივერსალურობა თუ სპეციალიზაცია?

თუ გყავთ ხუთი თანამშრომელი და ხუთივე მსგავს სამუშაოს ასრულებს (მაგ. პროექტებს, ან ყიდიან პროდუქტებს), მათი ერთმანეთით ჩანაცვლება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში და თანამშრომლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვება. სრულად წაკითხვა »

გაანაწილეთ ამოცანები ფუნქციების ნაცვლად და თანამშრომლები ბევრად ინიციატივიანები გახდებიან

ერთია რას აკეთებენ ადამიანები და მეორეა რაზე ფიქრობენ ისინი, რა გზებს და მეთოდებს ეძებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად. რაც უფრო ტექნიკური და რუტინულია თანამშრომლებისთვის მიცემული დავალება, მით უფრო ნაკლებად ფიქრობენ ისინი სიახლეებზე და ინიციატივებიც ბევრად ნაკლები მოდის მათგან.

სრულად წაკითხვა »

დეპარტამენტების უფროსები მოადგილეების გარეშე

ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ კულტურა, რომ მსხვილი და საშუალო ზომის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაუნიშნონ მოადგილეები, როგორც წესი, ისეთ პრობლემებს აწყდებიან როგორიცაა: გადაწყვეტილებების დროში გაწელვა, ზედმეტი ბიუროკრატია, სუბორდინაციის წესების დარღვევა, ქვემოთ მყოფი მნიშვნელოვანი ფუნქციების დაკნინება და ა.შ. სრულად წაკითხვა »

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები ისეთი სტრუქტურებია, რომლებიც აქ მომუშავე ადამიანებს სტრესში აცხოვრებს, ორგანიზაციას დანიშნულებას ვერ ახორციელებინებს და მენეჯმენტს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აკარგვინებს.

ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სტრუქტურის ფორმირების და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის პროცესს არასაკმარისი მნიშვნელობით ეკიდებიან, როგორც წესი ამის საფასურს ორგანიზაციის საქმიანობის გაუარესებაში ან შესაძლებლობების დაგარკვაში იხდიან. სრულად წაკითხვა »

ახალი ფუნქციის დამატება რა რეაგირებას ითხოვს აუცილებლად

როდესაც საჯარო ორგანიზაციებს ახალ ამოცანას/ფუნქციას უმატებენ და ამის მიხედვით ორგანიზაციულ სტრუქტურაში შესაბამისი ცვლილების საკითხს არ იხილავენ, ან ამ ფუნქციის ან სხვა არსებული ფუნქციების წარმატებით შესრულებას აყენებენ საფრთხის ქვეშ.

ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ გაიაროს შემდეგი სამი ეტაპი: სრულად წაკითხვა »

სამინისტროების საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება

იმისათვის, რომ სამინისტროების საქმიანობა დადებითად შეფასდეს, ისინი ყველაზე მეტად სამი მთავარი მიმართულებით უნდა ახერხებდნენ წარმატებით მუშაობას:

ა) შექმნან და მართონ მათი მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკა;

ბ) დააინიცირონ და ხელი შეუწყონ რაც შეიძლება მეტი წარმატებული პროექტის განხორციელებას მათ სფეროში;

გ) მაქსიმალურად დახვეწონ და განავითარონ საკანონმდებლო ბაზა მათი მიმართულებით და გახადონ ის რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან შედარებით.

ის სამინისტროები, რომლებიც ახერხებენ ამ სამი მიმართულებით სწრაფად და შედეგიანად იმოქმედონ, ყველაზე უკეთეს შეფასებებს მიიღებენ საბოლოო ჯამში და ქვეყანასაც დიდ სარგებელს მოუტანენ. საჭიროა, რომ თითოეულ სამინისტროში სტრუქტურაც და პროცესებიც მაქსიმალურად ემსახურებოდეს ამ სამი ამოცანის მაღალი ხარისხით გადაწყვეტას.

სრულად წაკითხვა »

განვითარების პროცესების სისტემატიზირება

ის ორგანიზაციები, სადაც განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები სისტემატიზირებული არ არის, ვერც მიმდინარე პროცესებს გამართავენ ნორმალურად და ვერც განვითარდებიან სათანადო ტემპით.

ამ პროცესების სწორად აწყობა და გამართვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე საოპერაციო პროცესების. ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა დანარჩენი საქმიანობა ნელ-ნელა აუცილებლად მოწესრიგდება.

სრულად წაკითხვა »

ევოლუციური და რევოლუციური ცვლილებები სტრუქტურაში

როდესაც ხელმძღვანელები წლიდან წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ევოლუციური წესით ცვლიან სტრუქტურას საბოლოოდ დგება მომენტი, როდესაც ასეთი მეთოდით მიღებული სტრუქტურა კი არ ეხმარება ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას და განვითარებას, არამედ მისთვის ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი ხდება.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება