როდესაც მაღალი ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელს კონკრეტულ შედეგებზე ცხადი პასუხისმგებლობა არ აკისრია ის ორგანიზაციაში მისი მნიშვნელობის და გავლენის ზრდის საუკეთესო გზად მის ქვევით სტრუქტურის განვითარებას და დაქვემდებარებული კადრების რაოდენობის ზრდას მიიჩნევს. შეგნებულად ან ქვეცნობიერად თვლის, რომ სწორედ დაქვემდებარებული კადრების რაოდენობაში გამოიხატება მის მიერ მიღწეული წარმატება.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: August 13, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,745-ჯერ
რატომ იბერება არასაჭირო კადრებით ორგანიზაციები
- თარიღი: August 12, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,004-ჯერ
მოადგილეები სამინისტროებში
დღეს სამინისტროების მოწყობა ძირითადად შემდეგნაირად ხდება: განისაზღვრება მინისტრის მოადგილეები, და დეპარტამენტებს და სამსახურებს ინაწილებენ იმის მიხედვით, თუ ვის რა გამოცდილება და კომპეტენციები აქვს. ეს შედეგად იწვევს სტრუქტურის რამდენიმე წესის დარღვევას, კერძოდ:
- თარიღი: August 11, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,635-ჯერ
ოპერაციული და განვითარებაზე ორიენტირებული სტრუქტურები
ძალიან ბევრი ორგანიზაცია ვერ ახერხებს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად განვითარდეს თუ მის სტრუქტურაში სათანადოდ არ არის განვითარების ფუნქციები წარმოდგენილი. თუ არ არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველდღიურ სამუშაოს განვითარების საკითხები და პროექტები წარმოადგენს, განვითარება ბევრად უფრო ნელა და არასისტემურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა სწორედ ასეთი, ოპერაციული სტრუქტურებით მუშაობს.
- თარიღი: August 8, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,883-ჯერ
რატომ უნდა გაგვიხარდეს საქმის “ჩამორთმევა”
სწორად გაკეთებული სტრუქტურის შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები ამოცანა და დავალება აქვს ადამიანს დაკისრებული, მით უფრო დიდია დაკისრებული დავალებების მნიშვნელობა ორგანიზაციისთვის და მათზე გამოყოფილი რესურსები.
ხშირად ხდება ისე, რომ თუ ადამიანს კარგი შედეგები აქვს და კარგად ჭრის დაკისრებულ ამოცანებს, სხვა არადაკავშირებულ დავალებებსაც უმატებენ ხოლმე. ისიც იმატებს უპრობლემოდ ან უარს ვერ ამბობს დამატებაზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი უკვე აღიქვამს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ასე ეკუთვნის და ეს ბუნებრივია, თან შეიძლება წუწუნებდეს, რომ ყველაფერს ის აკეთებს.
- თარიღი: August 5, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,019-ჯერ
ტურიზმში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება – სახელმწიფოს ვალდებულება
ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების ხარისხს. ხარისხის განვითარების პროცესი შეუქცევადია და ის ბუნებრივად მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა. იმისათვის, რომ 2-3 წელიწადში რადიკალურად განსხვავებული შედეგები მივიღოთ მომსახურებაში, აუცილებელია სახელმწიფოს, კერძოდ კი ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემური ძალისხმევა ამ მიმართულებით.
- თარიღი: August 1, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,661-ჯერ
რატომ მიუძღვის ბრალი ცესკო-ს ორგანიზაციულ სტრუქტურას ამომრჩევლების დაბალ აქტივობაში
არჩევნებზე რომ მეტი ამომრჩეველი მოდიოდეს, ცესკო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობა და მისი სტრუქტურის წინაშე მდგარი ამოცანაა. სათანადოდ თუ ვერ გადაჭრის, ეს იმას ნიშნავს, რომ დანიშნულებას: “ასახოს საზოგადოების აზრი”, უხარისხოდ ან ვერ შეასრულებს. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: July 31, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,556-ჯერ
ერთგვაროვანი პოზიციებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ჯგუფების მართვის პრობლემის გადაჭრის გზა
რაც უფრო გაიზრდება ერთგვაროვანი პოზიციებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჟურნალისტები, გამომძიებლები, ტექნიკოსები, მშენებლები და ა.შ., რაც უფრო გაიზრდება, მით უფრო გართულდება მისი მართვა, განვითარება და შედეგების გაუმჯობესება თუ ის რამდენიმე მსგავს გუნდად არ დაიყო. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: July 29, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,954-ჯერ
სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა – პრიორიტეტად!
იცით, თუ არა, რომ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით 89-ე პოზიციაზე ვართ, ხოლო 74 წლის მოცულობით, და დაახლოებით 10 წელიწადით ჩამოვრჩებით წამყვან ქვეყნებს? იცით, თუ რა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმატების მთავარ საზომად სწორედ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაა აღიარებული? და რაც მთავარია, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება პირდაპირ კორელაციაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასთან. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: July 28, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,795-ჯერ
სწორი სისტემური ურთიერთობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის
ხელისუფლების რგოლებს, რომლებიც არ აშენებენ გამართულ სტრუქტურულ კავშირებს საზოგადოებასთან, საბოლოოდ აუცილებლად დაუქვეითდებათ საჭიროებების შეგრძნება. ისინი მოწყდებიან საზოგადოების ინტერესებს და ძალიან აქტიური მუშაობის შემთხვევაშიც კი, არასწორი პრიორიტეტების გამო დაკარგავენ რეიტინგს და საბოლოოდ ძალაუფლებასაც.
- თარიღი: July 24, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 2
- წაკითხულია 2,565-ჯერ
სამშენებლო კომპანიების სტრუქტურული დილემა
თუ სამშენებლო კომპანიის სტრუქტურაში ამოცანებზე პასუხისმგებლობები – მშენებლობის რაც შეიძლება მოკლე ვადებში, მაღალი ტექნიკური ხარისხით და ოპტიმალური დანახარჯებით დასრულება – არ გაიყო ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის და უბნის დონეზე, ეს ამოცანები ვერ გადაიჭრება მაღალი ხარისხით, მაშინ კომპანიას მუდმივად ექნება ჩავარდნა ხარისხის კუთხით, ან ვადები გაეწელება ან ხარჯები გაექცევა.
სამივე ამოცანა ერთმანეთის კონფლიქტური ამოცანებია და როცა მათზე პასუხისმგებლობას ერთ ადამიანს, პირობითად წარმოების მიმართულების ხელმძღვანელს ან უბნის უფროსს ვაკისრებთ, ეს ნიშნავს, რომ: