ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



“ყოვლისმცოდნე” ხელმძღვანელები

თუ პირველი პირი შეეცდება ისეთი მოადგილეები ყავდეს, რომლებიც უკეთესად იქნებიან გარკვეულები მათდამი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობის სპეციფიკაში, ვიდრე თვითონ ამ სამსახურების ხელმძღვანელები, ორგანიზაცია ვერაფერ კარგ შედეგს აქედან ვერ მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

დაუფასებელი სიმდიდრე

როგორც წესი, ყველა კადრი, რომელიც ორგანიზაციას მისი განვითარებისთვის და წარმატებული საქმიანობისთვის სჭირდება, შიგნით ყავს. ისინი იქვე არიან, ძალიან ახლოს. უბრალოდ მათ ხშირად მენეჯმენტი ვერ ხედავს ან არასათანადოდ აფასებს. ამის გამო, ხელმძღვანელები რესტრუქტურიზაციისას ახალ ვაკანსიებზე გარეთ იწყებენ კადრების ძებნას. ამით ცვლილებების განხორციელებასაც ართულებენ, თანამშრომლების მოტივაციასაც ამცირებენ და ორგანიზაციის მომავალსაც მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნიან.

სრულად წაკითხვა »

მათთვის, ვინც ძველი სტრუქტურით ახალი სტრატეგიის განხორციელებას ცდილობს

ორგანიზაცია ყოველდღიურად იმ პრიორიტეტების მიხედვით მუშაობს, ხარჯავს მენეჯმენტის ყურადღებას, დროს და რესურსებს, რაც სტრუქტურაშია ჩადებული და არა იმ საკითხების მიხედვით, რაც უმაღლეს მენეჯერს ჰგონია რომ მნიშვნელოვანია, როცა ის საღამოს თავის თავთან მარტო დარჩება, ან თუნდაც, რაზეც კოლეგებთან გულანთებით და აღტკინებით საუბრობს სტრატეგიის განხილვისას.

სრულად წაკითხვა »

ორი შეცდომა, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა ორგანიზაციაში მისვლისას არ უნდა დაუშვას

იმისათვის, რომ ახალ მენეჯმენტს ორგანიზაციაში მისვლისას მართვის პროცესი არ ჩამოეშალოს და შედეგები მნიშვნელოვნად არ გაუუარესდეს, ორი აუცილებელი პირობაა საჭირო: არ უნდა დატოვოს უცვლელად სტრუქტურა, მართვის მთავარი პროცესები და რეგულარული შეხვედრების სისტემა.

მეორე მხრივ, არც სტრუქტურაში, არც მართვის პროცესებში და არც რეგულარული შეხვედრების სისტემაში არ უნდა შეიტანოს ცვლილება, სანამ კარგად არ დარწმუნდება, რომ ამით ორგანიზაციას ზიანს არ მიაყენებს.

სრულად წაკითხვა »

იქნებ ეს კაცი შენთან რომელიმე მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნო, ჩვენიანია

როდესაც დამფუძნებელი მისთვის ნდობით აღჭურვილ ადამიანს, სულაც მეგობარს, უმაღლესი აღმასრულებელი მენეჯერის ქვევით სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავს და ამის შემდეგ მასთან აგრძელებს არამარტო პირად ურთიერთობებს, არამედ სამსახურის საქმეზეც განაგრძობს მასთან პერიოდულ საუბრებს და განხილვებს, ამით ის ორგანიზაციის მთლიანი მართვის მოდელს შლის და მთელ ორგანიზაციას დიდი საფრთხეების წინაშე აყენებს.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციის მაცოცხლებელი კონფლიქტები

თუ ორგანიზაციაში პირველი პირის მოადგილეებს შორის პასუხისმგებლობებს ისე გადავანაწილებთ, რომ მათ საკუთარ ამოცანებზე მუშაობისას პარალელურად ერთმანეთიც აკონტროლონ, პირველი პირისთვის მართვა ბევრად უფრო ადვილი გახდება და ორგანიზაციაც გაცილებით უკეთ დაიწყებს მუშაობას.

სრულად წაკითხვა »

როგორ შევაფასოთ ხელმძღვანელის მოღვაწეობა

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოღვაწეობა იმის მიხედვით კი არ უნდა შეფასდეს, თუ რას მიაღწია ორგანიზაციამ მისი მმართველობის პერიოდში, არამედ იმით, თუ როგორ აგრძელებს ორგანიზაცია მუშაობას მმართველობიდან მისი წასვლის შემდეგ.

სრულად წაკითხვა »

ექსპორტის განვითარებისთვის საჭირო სტრუქტურული კონფლიქტები

ნებისმიერმა საწარმომ საკუთარი პროდუქტის თუ მომსახურების უცხოეთში გატანა/ქვეყნის გარეთ გაყიდვები რომ დაიწყოს და განავითაროს, ამისთვის მართვის სტრუქტურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი უნდა შექმნას.

სრულად წაკითხვა »

ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო სტრუქტურული ცვლილებები

მრავალპროფილური ბიზნესების მქონე კომპანიებმა, რომელთაც სურთ მათი საქმიანობის განვითარება მნიშვნელოვნად დააჩქარონ, სტრუქტურის ყველა დონეზე უნდა გამოყონ კონცენტრირებულად განვითარებაზე პასუხისმგებელი ერთეულები, რომელთაც ექნებათ საჭირო ადგილი სტრუქტურაში და ძალაუფლება (ან წვდომა ძალაუფლებაზე), განვითარების პროცესების სამართავად.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციის როგორც წარმატების, ისე წარუმატებლობის მთავარი საწყისი

ის, თუ რამდენად ცხადად და რამდენად სწორად არის განაწილებული პასუხისმგებლობები უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის, ყველაზე მეტად განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერიოდში.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება