ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ერთ ადამიანთან უშუალოდ დაქვემდებარებული ერთეულები გაცილებით ადვილად ურთიერთობენ ერთმანეთთან

ის სტრუქტურული ერთეულები, რომელთა შორის კოორდინაციას, ჰარმონიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის შეუფერხებელ გაცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული პროცესების შეუფერხებელი მსვლელობისთვის, ძალიან სასურველია სტრუქტურაში ერთი და იმავე ადამიანის უშუალო დაქვემდებარებაში მოვაქციოთ.

სრულად წაკითხვა »

რაც უფრო მნიშვნელოვან ამოცანაზეა პასუხისმგებელი ადამიანი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს მისი სტატუსი ორგანიზაციაში

ორგანიზაციაში ადამიანის სტატუსი განსაზღვრავს, როგორც წესი, მის წვდომას ორგანიზაციის რესურსებზე და მათ შორის მენეჯმენტის ყურადღებაზე, როგორც უმთავრესს რესურსზე. შესაბამისად, თუ გვინდა რომ ამოცანაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად იხარჯებოდეს ეს ყურადღება და სხვა რესურსები, ადამიანს, რომელსაც მასზე პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ამოცანის მნიშვნელობის სათანადო სტატუსი და ძალაუფლებაც უნდა მივანიჭოთ.

სრულად წაკითხვა »

რაც უფრო მეტ ამოცანაზეა პასუხისმგებელი ადამიანი, მით უფრო ნაკლებია მისი პასუხისმგებლობა თითოეულ ამოცანაზე

თუ ერთ პოზიციას სტრუქტურაში რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ ამოცანას ვაბარებთ და მათ მაღალი ხარისხით გადაწყვეტაზე ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ პოზიციაზე ამოარჩევს პირადად მისთვის უფრო საინტერესო და სასიამოვნო ამოცანას და მთელ აქცენტს მასზე გააკეთებს. დანარჩენების გადასაწყვეტად ბევრი ხვეწნა, დევნა და კონტროლი დაგჭირდებათ. პასუხისმგებლობას კი ვერცერთ ამ ამოცანის ხარისხიან გადაწყვეტაზე ვეღარ მოვთხოვთ ამ ადამიანს რეალურად. ვინაიდან მისი არგუმენტები ერთი ამოცანის გადაწყვეტის საპირისპიროდ მუდმივად მეორე ამოცანა იქნება და პირიქით.

სრულად წაკითხვა »

ამოცანები, რომელთაც სტრუქტურაში კონკრეტული პასუხისმგებელი არ ყავს, არ იჭრება ან იჭრება უმაღლესი მენეჯერების უდიდესი პირადი ძალისხმევის ფასად

ის ამოცანები, რომელთაც სტრუქტურაში კონკრეტული პასუხისმგებელი არ ყავს, არ იჭრება ან იჭრება პირველი პირების უდიდესი პირადი ძალისხმევის ხარჯზე და ისიც უსისტემოდ, არათანმიმდევრულად, ნელა და დიდი წვალებით როგორც შემსრულებლებისთვის, ისე უმაღლესი ხელმძღვანელებისთვის. და ეს ასე ხდება მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძაფრად აღიქვამს ხელმძღვანელი ამ ამოცანების პრიორიტეტულობას ან რამდენად ხაზგასმულია ეს ამოცანა ორგანიზაციის დეკლარირებულ სტრატეგიაში.

სრულად წაკითხვა »

დირექტორატი, საბჭოები, კომიტეტები, სხვა კოლეგიალური ორგანოები სტრუქტურაში და მათი მნიშვნელობა საქმიანობის სწორად ორგანიზებისთვის

კოლეგიალური ორგანოები ორგანიზაციის მართვის სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათი მეშვეობით მეტი ადამიანი ერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იზრდება გადაწყვეტილებების ხარისხი, უფრო ჩქარდება პროცესები, იზრდება ადამიანების ინფორმირებულობის დონე, მოტივაცია და პასუხისმგებლობა მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაში. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს ორგანოები ზრდიან მენეჯმენტის ყურადღების, როგორც უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციული რესურსის, მოცულობასაც და კონცენტრაციის ხარისხსაც და ანაწილებენ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

სრულად წაკითხვა »

რუტინული განვითარების ფუნქციები სტრუქტურაში

ყველა ორგანიზაციისთვის არსებობს განვითარების ისეთი ფუნქციები, რომლებსაც ვერც საპროექტო, ვერც პროგრამულად ვერ დაუთმობს საკმარის დროს. მათზე სათანადო დროის და მენეჯერული ყურადღების გადანაწილება მხოლოდ რუტინული განვითარებით შეიძლება.

სრულად წაკითხვა »

შემოსავლების ზრდისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი სტრუქტურული გადაწყვეტილებები

ხარჯების შემცირების მსგავსად შემოსავლების ზრდა, ისევე როგორც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების ბევრი სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი, შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს თუ ჩვენ ამისთვის საჭირო ორგანიზაციულ ცვლილებებს სწორად განვახორციელებთ. კერძოდ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით:

სრულად წაკითხვა »

ხარჯთეფექტურობის გასაზრდელად საჭირო სტრუქტურული გადაწყვეტილებები

ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების თითქმის ყველა რაოდენობრივი მაჩვენებლისათვის არსებობს სტრუქტურული გადაწყვეტილებები, რომლებსაც მათი რადიკალური გაუმჯობესება შეუძლია. შემოსავლების ზრდა, ხარჯების შემცირება, თანამშრომელზე მოგების მაჩვენებელი, საქმიანობის რენტაბელობის შეფასების პარამეტრები, ნებისმიერ სხვა მაჩვენებელს შეიძლება რადიკალურად შევუცვალოთ დინამიკა თუ ამისათვის საჭირო სტრუქტურულ ცვლილებებს განვახორციელებთ. აი მაგალითად, ორგანიზაციის ხარჯთეფუქტურობა ბევრად შეიძლება გაუმჯობესდეს:

სრულად წაკითხვა »

პროდუქტსა და მომსახურებაში უმაღლესი ხარისხის მიღწევისათვის საჭირო სტრუქტურული პირობები

იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მისი მომსახურების ან პროდუქტის სტაბილურად მზარდი ხარისხი უზრუნველყოს, საჭიროა ამისთვის აუცილებელი სტრუქტურული პირობები შექმნას, ანუ ეს ამოცანა პირველ რიგში სტრუქტურულად სწორად გადაწყვიტოს.

სრულად წაკითხვა »

მაღალი რანგის ხელმძღვანელები ცხადი სტრუქტურული პასუხისმგებლობის გარეშე

როდესაც ხელმძღვანელის, განსაკუთრებით უმაღლესი რანგის, პასუხისმგებლობა ორგანიზაციაში ძალიან მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და ზუსტად არ არის ცნობილი, რა ამოცანაზე აგებს იგი პასუხს და რა კონკრეტული შედეგებით შეფასდება მისი საქმიანობა, ის არათუ თვითონ ხდება მხოლოდ რეაქტიული, უინიციატივო და პასიური, არამედ მის ქვევით მთელი ვერტიკალისთვის იწყებს სერიოზულად ხელის შეშლას და პროცესების შეფერხებას.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება