ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



თუ შიგნით ყველაფერი წესრიგშია

თუ ადამიანი შინაგანად მშვიდად არის, მასში ყველაფერი მოწესრიგებულია, მის გარშემოც გარემო თითქოს თავისით ლაგდება და არა პირიქით. ზუსტად ასეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. თუ მასში შიგნით ყველაფერი დალაგებულია, პროცესები მოწესრიგებულია, ამოცანები, როლები და ძალაუფლება თანამშრომლებს შორის სწორად და დანიშნულების შესაბამისად არის გადანაწილებული, გარეშე სამყაროც მშვიდდება, ლაგდება და უკეთესად მართვადი ხდება მათთვის.

სრულად წაკითხვა »

საგზაო მოძრაობა და საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხი

რატომ არის, რომ რაც უფრო მეტად დემოკრატიულია საზოგადოება, მით უფრო მოწესრიგებულია მოძრაობა გზებზე და რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია საზოგადოება, მით უფრო დიდი ქაოსი და ერთმანეთზე გადავლააა საგზაო მოძრაობისას?

სრულად წაკითხვა »

ორი შეცდომა, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა ორგანიზაციაში მისვლისას არ უნდა დაუშვას

იმისათვის, რომ ახალ მენეჯმენტს ორგანიზაციაში მისვლისას მართვის პროცესი არ ჩამოეშალოს და შედეგები მნიშვნელოვნად არ გაუუარესდეს, ორი აუცილებელი პირობაა საჭირო: არ უნდა დატოვოს უცვლელად სტრუქტურა, მართვის მთავარი პროცესები და რეგულარული შეხვედრების სისტემა.

მეორე მხრივ, არც სტრუქტურაში, არც მართვის პროცესებში და არც რეგულარული შეხვედრების სისტემაში არ უნდა შეიტანოს ცვლილება, სანამ კარგად არ დარწმუნდება, რომ ამით ორგანიზაციას ზიანს არ მიაყენებს.

სრულად წაკითხვა »

როგორ შევაფასოთ ხელმძღვანელის მოღვაწეობა

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოღვაწეობა იმის მიხედვით კი არ უნდა შეფასდეს, თუ რას მიაღწია ორგანიზაციამ მისი მმართველობის პერიოდში, არამედ იმით, თუ როგორ აგრძელებს ორგანიზაცია მუშაობას მმართველობიდან მისი წასვლის შემდეგ.

სრულად წაკითხვა »

რაც უფრო მეტ ამოცანაზეა პასუხისმგებელი ადამიანი, მით უფრო ნაკლებია მისი პასუხისმგებლობა თითოეულ ამოცანაზე

თუ ერთ პოზიციას სტრუქტურაში რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ ამოცანას ვაბარებთ და მათ მაღალი ხარისხით გადაწყვეტაზე ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ პოზიციაზე ამოარჩევს პირადად მისთვის უფრო საინტერესო და სასიამოვნო ამოცანას და მთელ აქცენტს მასზე გააკეთებს. დანარჩენების გადასაწყვეტად ბევრი ხვეწნა, დევნა და კონტროლი დაგჭირდებათ. პასუხისმგებლობას კი ვერცერთ ამ ამოცანის ხარისხიან გადაწყვეტაზე ვეღარ მოვთხოვთ ამ ადამიანს რეალურად. ვინაიდან მისი არგუმენტები ერთი ამოცანის გადაწყვეტის საპირისპიროდ მუდმივად მეორე ამოცანა იქნება და პირიქით.

სრულად წაკითხვა »

მაღალი რანგის ხელმძღვანელები ცხადი სტრუქტურული პასუხისმგებლობის გარეშე

როდესაც ხელმძღვანელის, განსაკუთრებით უმაღლესი რანგის, პასუხისმგებლობა ორგანიზაციაში ძალიან მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და ზუსტად არ არის ცნობილი, რა ამოცანაზე აგებს იგი პასუხს და რა კონკრეტული შედეგებით შეფასდება მისი საქმიანობა, ის არათუ თვითონ ხდება მხოლოდ რეაქტიული, უინიციატივო და პასიური, არამედ მის ქვევით მთელი ვერტიკალისთვის იწყებს სერიოზულად ხელის შეშლას და პროცესების შეფერხებას.

სრულად წაკითხვა »

ოცდამეერთე საუკუნის ორგანიზაციების სამი ამოცანა

თანამედროვე ორგანიზაციების უმთავრეს გამოწვევას ადამიანების ამოუწურავი შესაძლებლობების გამოყენება წარმოადგენს. ის ორგანიზაციები, რომლებიც ამას უკეთ ახერხებენ მეტ წარმატებას აღწევენ. იქ, სადაც ადამიანები მეტად იხარჯებიან, მეტს ფიქრობენ და მეტს მოქმედებენ, სადაც მათი ყურადღებაც და ძალისხმევაც სწორ საკითხებზეა მიმართული და ერთმანეთში კოორდინაციაც კარგად არის გამართული, ორგანიზაციები დიდ წარმატებებს აღწევენ. სადაც ეს ვერ ხერხდება ბევრი დრო, შესაძლებლობები და რესურსები იკარგება უნაყოფოდ.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციებში არსებული ყველა პრობლემის სათავე

ორგანიზაციებში არსებული ყველა პრობლემის მთავარი ფესვი უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ. თუ მენეჯმენტის გუნდი შეკრულია და მის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობა კარგად აქვთ აწყობილი მაშინ არც სხვა შიდა პრობლემები, არც მით უმეტეს გარეშე სირთულეები მათთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

სრულად წაკითხვა »

სამი რამ, რაც ქმნის დისციპლინას ორგანიზაციაში

დისციპლინა განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს. დისციპლინა თავისთავში სულაც არ გულისხმობს მკაცრ წესებს ანდა ინსტრუქციებს. ძირითადად სამი რამაა, რაც ქმნის დისციპლინას ორგანიზაციაში: სრულად წაკითხვა »

ის, რაც თანამედროვე ორგანიზაციებს შეუძლიათ აიღონ სიმფონიური ორკესტრის სამუშაო პრინციპებიდან

სიმფონიურ ორკესტრს თუ შევხედავთ, როგორც ორგანიზაციას, რამდენიმე საინტერესო წესი შეიძლება გამოვავლინოთ მის მუშაობაში. ეს დღევანდელი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო და ყურადღება გასამახვილებელია. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება